ჟოზე ლუისში მიღებული თანხის ნაწილს ვარანისთვის გადადებს

მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიომ საკუთარი დაცვის ბურჯი, დავიდ ლუისი გუნდიდან გაუშვა და მასში საკმაოდ სარფიანი თანხა მიიღო, რომელსაც სავარაუდოდ ორი ფეხბურთელის შეძენას მოახმარს...

Fox Sport-ისა და Telegraph-ის ინფორმაციით პორტუგალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სამეფო კლუბის ფრანგი მცველი, რაფაელ ვარანი იქნება, რომელმაც წლევანდელი სეზონი არც ისე ნაყოფიერად ჩაატარა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი უთამაშებლობის მთავარი მიზეზი გამუდმებული ტრავმები გახლავთ, ახალგაზრდა უკანახაზელს მუხლი კვლავაც აწუხებს.

თანხა, რომელსაც რომან აბრამოვიჩი სამეფო კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს შესთავაზებს 22-იდან 25 მილიონ ევრომდე მერყეობს, რაც ნამდვილად არ გახლავთ პატარა ციფრი, თუმცა საკითხავია რამდენად შეელევა კარლო ანჩელოტი ახალგაზრდა ფრანგს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს და რომელმაც პირველ რიგში კეპლერ პეპე სრულფასოვნად უნდა შეცვალოს, რომელიც უკვე ასაკშია და მომდევნო სეზონიდან შესაძლოა ვეღარ მოახერხოს ყველა პაექრობის უმაღლეს დონეზე ჩატარება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ფრანგი ახალგაზრდა ბრწყინვალე დუეტს ქმნის სერხიო რამოსთან, ამ დუეტს შარშან და შარშანწინ არაერთი მატჩი უთამაშია დამაჯერებლად.

კარლიტოს დაცვაში კიდევ ერთი ახალგაზრდა ჰყავს ნაჩოს სახით, თუმცა "კანტერანო" ჯერ-ჯერობით ვარანის დონეზე ნამდვილად ვერ თამაშობს, აქედან გამომდინარე მხოლოდ მასზე დაყრდნობაც არ იქნება ჭკვიანური.

ექსპერტთა ვარაუდით ანჩელოტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა რაფაელს, თუ გუნდში ერთი მაღალი დონის უკანახაზელი მოვა.

  • Hala
  • 28 მაი 2014
  • 3 130
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)