მოდრიჩი: "ყოველთვის მქონდა ლიგის მოგების რწმენა"

ლუკა მოდრიჩის განცხადებით,"ტოტენჰემიდან" წასვლა სწორედ ჩემპიონთა ლიგის მოგების სურვილმა განაპირობა...

"მთელი კარიერის მანძილზე მქონდა იმის რწმენა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოვახერხებდი, ეს ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია."

"ტოტენჰემში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, გულშემატკივრები მაფასებდნენ, მთელ ქალაქს ხუთი თითივით ვიცნობდი და თავი ჩემ სამშობლოში მეგონა, მე იქ ყველაფერი მქონდა, რაც შეიძლება ადამიანს სრული კომფორტისთვის ჰქონდეს, თუმცა "რეალის" შემოთავაზებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან სამეფო კლუბის მაისურით ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს მოვიგებდი."

"მსოფლიოში უამრავი ფეხბურთელია, მე იმ 25 ბედნიერ სპორტსმენს შორის ვარ, რომელსაც "ბლანკოსში" თამაშის პატივი ხვდა წილად."

"როდესაც კარიერას დავასრულებ ყოველთვის მემახსოვრება 93-ე წუთზე ჩაწოდებული კუთხური და ის დიდი სიხარული, რომელიც მთელმა გუნდმა განიცადა, ეს უბადლო გრძნობა იყო, ჩვენ "ლა დესიმა" დავდეთ, რომელიც ბოლო წლებში ნანატრი გახლდათ."

"ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით კლუბი 3-ჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, თუმცა ფატალურად არ უმართლებდა და ტურნირს ფინალის გარეშე ტოვებდა. ბედნიერი ვარ, რომ ნავსი გავტეხეთ და თასი მოვიპოვეთ."

  • Hala
  • 28 მაი 2014
  • 2 489
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)