„უეფაში“ ალონსოსა და სიმეონეს ქმედებებს განიხილავენ
როგორც ცნობილი გახდა, ევროპული ფეხბურთის ორგანიზაციაში, ფინალში მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ.
„უეფას“ სადისციპლინო კომიტეტი, 17 ივნისს შეიკრიბება, რათა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაფიქსირებული ფაქტები განიხილოს და შესაბიმისი გადაწყვეტილებები გამოიტანოს.
AS-ის ცნობით, კომპეტენტური პირები, ბეილის გოლის შემდეგ, ალონსოს მოედანზე გამოვარდნასა და სიმეონე-ვარანის შელაპარაკებას განიხილავენ.
მოგეხსენებათ, დისკვალიფიკაციის გამო, ჩაბი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს მატჩის პერიპეტიებს და არანაირი უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო გოლის აღნიშვნაში თანაგუნდელებთან ერთად.
ასევე გადაჭარბებული იყო, „ატლეტიკოს“ დამრიგებლის რეაქციაც, რომელიც მისი თქმით, პროვოკაციას აჰყვა და სწორედ ამიტომ დატოვა მისთვის განკუთვნილი ტერიტორია.
AS
- 28 მაი 2014
- 6 876
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.