პერესი: „„დესიმას“ მოგებამ გაგვათავისუფლა“
სამეფო კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, „ლა დესიმათი“ გამოწვეული ემოციები, რადიო Cadena Cope-ს მსმენელს გაუზიარა.
„ბედნიერი ვარ „მეათეს“ მოგებით და ქომაგების კმაყოფილი სახეების ყურებით.ბოლო წლების განმავლობაში, ჩ/ლიგაზე წარმატების მიღწევა ვალდებულებასავით გვექცა და ახლა, სრულად განვთავისუფლდით ამისაგან.შემდეგი სეზონიდან „მეთერთმეტეზე“ ვიფიქრებთ, მაგრამ უფრო მშვიდად, ყოველგვარი დამატებითი ზეწოლის გარეშე.აღნიშნული გათამაშება ჩვენია და მასში „რეალის“ ლეგენდის შენებას გავაგრძელებთ“ - განაცხადა „ბლანკოსის“ პირველმა პირმა.
„სიმართლე გითხრათ, ძალიან მჯეროდა ბოლო კუთხურის.როდესაც მოდრიჩი ბურთთან მივიდა, ხოლო რამოსი საჯარიმოში შერბოდა, იმედით აღვივსე.აღნიშნულ ტანდემს არა ერთხელ მოუტანიათ გუნდისათვის გოლი და არც ამჯერად დააყოვნეს.სერხიო დიდებულ სეზონს ატარებს“ - დაამატა ფლორენტინომ.
MARCA
- 27 მაი 2014
- 3 622
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.