იუნაიტედი ხედირასთვის 23 მილიონ ევროს ამზადებს
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მანჩესტერ "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მადრიდს ოფიციალური შეთავაზებით ეწვევა...
ინგლისელები სამი ხედირას გადაბირებით არიან დაინტერესებულნი, გერმანელი ფეხბურთელით ახალი მწვრთნელი, ლუის ვან გაალია მოხიბლული და თვლის, რომ მადრიდელი საყრდენი ბრწყინვალედ მოერგება პრემიერლიგასა და მის სათამაშო სტილს.
გავრცელებული ინფორმაციით "წითელი ეშმაკები" ფლორეტინო პერესს 23 მილიონიანი წინადადებით მიმართავენ, კონტრაქტის პირობებს კი რა თქმა უნდა თავად ფეხბურთელთან შეათანხმებენ.
კარლო ანჩელოტი ხედირას მიმართ სიმპატიებითაა განწყობილი, რასაც გერმანელის ფინალში მონაწილეობაც მოწმობს. უმძიმესი ტრავმის შემდეგ სამი ფინალამდე სულ ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა ჩათვალა, რომ მას სასტარტოში ადგილი ეკუთვნოდა და განამწესა კიდეც.
ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და შეელევიან თუ არა პერესი და ანჩელოტი ხედირას.
- 27 მაი 2014
- 1 934
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.