ბენზემამ „რეალის“ გამო გარისკა
„სამეფო კლუბში“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მოვედი“ - დასძინა კარიმმა ლისაბონის ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე.
ფრანგი თავდამსხმელის ფინალურ დაპირისპირებაში მონაწილეობა, თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდა.მოგეხსენებათ, „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირებამდე, ბენზემამ მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა სრული დატვირთვით და ბუნებრივია, 100 პროცენტით მზად არ იყო.
ლისაბონის საფეხბურთო არენაზე გამოსვლა, კარიმისათვის, რისკებთან იყო დაკავშირებული, რამეთუ როდესაც ფეხბურთელი ბოლომდე მწყორში არ იმყოფება, შესაძლოა, მისმა თამაშმა დამატებითი პრობლემები და უფრო ხანგრძლივი უქმობა გამოიწვიოს.გამომდინარე იქედან, რომ წინ მუნდიალია, „მამალთა“ გოლეადორმა გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბრაზილიაში წასვლა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.
მაშასადამე, ბენზემამ ნანატრი ლიგა მოიგო და გაცილებით თავდაჯერებული იასპარეზებს მისთვის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე.წარმატებები „ცხრიანს.“
MARCA
- 27 მაი 2014
- 14 594
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.