„არ წახვიდე ანხელ!“
კარლო ანჩელოტიმ უკვე დაიწყო ფიქრი მომავალ სეზონზე.
რასაკვირველია, „ლა დესიმათი“ მადრიდისტები არ დაკმაყოფილდებიან და მათი მოთხოვნის კოეფიციენტი არც მომავალ სეზონში დაიკლებს.ეს კარგად ესმის იტალიელ დამრიგებელს, რომელიც უკვე გეგმებს აწყობს შემადგენლობასთან დაკავშირებით.
ტრადიციისამებრ, პერესი და კომპანია რამდენიმე ტრანსფერს განახორციელებნ ზაფხულში, თუმცა ანჩელოტის მთავარი საზრუნავი, „რეალის“ წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის, დი მარიას შენარჩუნება გახლავთ, რომელიც მსოფლიო პირველობის დასრულებისთანავე, დიდებულ შემოთავაზებებს მიიღებს ფულიანი გრანდებისაგან.
არგენტინელთან მიმართებაში, როგორც სამწვრთნელო შტაბის წევრები, ასევე ფეხბურთელები ერთსულოვნები არიან.გუნდის გასახდელში ხშირად გაისმის ფრაზა - „არ წახვიდე ანხელ.“კარლიტოს შემდეგ, ყველაზე მეტად რონალდუ აქტიურობს.
თავად ფეხბურთელი, ნაკრების შეკრებამდე, რამდენიმე დღეს მშობლიურ როსარიოში გაატარებს, სადაც ალბათ, მომავალზეც იფიქრებს, თუმცა თავის მხრივ, „რეალმაც“ უნდა მოამზადოს ახალი კონტრაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, „პსჟ“-ს, „მონაკოს,“ „სიტისა“ და „იუნაიტედის“ დარი კლუბების წინადადება, საკმაოდ მაცდუნებელი იქნება სამხრეთ ამერიკელებისათვის.უკვე გადაწყვეტილია, რომ ჩამოთვლილი გუნდები, ორჯერ მეტ ხელფასსა და გაუმჯობესებულ პირობებს შეთავაზებენ ანხელს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ პერესს ვინმემ ჭკუაში აჯობოს.
MARCA
- 27 მაი 2014
- 25 691
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.