ფინალის რეკორდები
ლისაბონში გამართულ ფინალში რამდენიმე ახალი რეკორდი დამყარდა.
- „უეფას“ ჩემპიონთა ლიგის ფინალების ისტორიაში, მეშვიდედ დაინიშნა დამატებითი დრო, თუმცა განვლილ ექვს შემთხვევაში, პენალტების სერიამ გამაორკვია ჩემპიონის ვინაობა.
- გარეთ ბეილი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩ/ლიგის დამატებით დროში მოახერხა თავის გამოჩენა.
- 4:1, მეოთხე („მილანი“ 4-0 „ბარსელონა,“ „რეალი“ 3-0 „ვალენსია“ და „მონაკო“ 3-0 „პორტუ“)ყველაზე დიდი ანგარიში გამოდგა ჩ/ლიგის ფინალების ისტორიაში.
- შედეგიანობის თვალსაზრისით, პორტუგალიის დედაქალაქში ჩატარებული ფინალი, მეორე გამოდგა ჩ/ლიგის ისტორიაში.პირველ ადგილს, „მილანისა“ და „ლივერპულის“ ცნობილი ჯახი იკავებს (3-3).
- „რეალი“ პირველი გუნდია ჩ/ლიგის ისტორიაში, რომელმაც სეზონის განმავლობაში, საშუალოდ 3.15-ჯერ დაამწუხრა თითოეული მეტოქე..„თეთრების“ ანგარიშზე 41 გოლი ირიცხება და ისინი საუკეთესო მაჩვენებელს, 4 ბურთით ჩამორჩებიან (1999/00 წ.წ. სეზონში, „ბარსელონა“ - 45), თუმცა კატალონიელებმა აღნიშნული შედეგის დადება 13 შეხვედრაში მოახერხეს, ხოლო მადრიდელებმა ერთით ნაკლები ჩაატარეს.
- „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანის ზუსტად შესრულებით, რონალდუ მეჩვიდმეტე გოლი ჩაიწერა აქტივში, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ტურნირის ისტორიაში.პორტუგალიელი თავდამსხმელი, 67-67 გოლით, მესისთან ერთად იყოფს მეორე ადგილს და მხოლოდ რაულს ჩამორჩება 4 ბურთით.
- რაულის, ეტოსა და მესის შემდეგ, რონალდუ მეოთხე მოთამაშეა, ვინც ჩ/ლიგის ორ ფინალში მაოხერხა თავის გამოჩენა, თუმცა დასაწყისში ჩამოთვლილმა მოთამაშეებმა, ერთი გუნდის მაისურით მაოხერხეს ბურთების შეყრა, ხოლო კრიშტიანუმ „მანჩესტერიდანაც“ გამოიჩინა თავი და „რეალიდანაც.“
- ჩ/ლიგის ისტორიაში ანჩელოტი მეორე მწვრთნელი გახდა, რომელმაც სამჯერ მოახერხა ჩ/ლიგის მოგება.ის მხოლოდ ბობ პისლის ჩამორჩება.
- საფეხბურთო და სამწვრთნელო კარიერის შეჯამებით, ანჩელოტი ჩ/ლიგის 5 თასს ფლობს, რაც საუკეთესო მაჩვენებელლია გათამაშების ისტორიაში.
Uefa.Com
- 26 მაი 2014
- 10 752
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.