წინ სუპერ თასებია!
სამეფო კლუბის ფეხბურთელებს საინტერესო და დაძაბული ზაფხული ელოდებათ.
მუნდიალის დასრულების შემდეგ, „რეალის“ მოთამაშეები რამდენიმე დღით დაისვენებენ, ხოლო შემდეგ კვლავ განაგრძობენ ვარჯიშს, რათა სათანადოთ მომზადებულნი შეხვდნენ აგვისტოს.
„კოპა დელ რეისა“ და ჩემპიონთა ლიგის მოგების წყალობით, პრიმერა დივიზიონის დაწყებამდე, ანჩელოტის დამოძღვრილები კიდევ ორი ტიტულის მოგებას ეცდებიან.როგორც ცნობილია, 12 აგვისტოს, მადრიდელები „სევილიასთან“ გაითამაშებენ ევროპის სუპერ თასს, რომელიც კარდიფში შედგება, ხოლო 20 და 27 აგვისტოს „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებენ ორმატჩიან ფინალს, ესპანეთის სუპერ თასის ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ ისტორიის განმავლობაში, „ბლანკოსს“ მხოლოდ ერთხელ აქვს დაბევებული ევროპის სუპერ თასი (2002 წელს, 3-1 „ფეინორდთან“ (კარლოსის დუბლი და გუტის), ხოლო 10-ჯერ საკუთარი ქვეყნის.
AS
- 26 მაი 2014
- 28 993
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.