„ლა დესიმამ“ ფეხბურთელები აამღერა
ნანატრი „ლა დესიმას“ მოპოვებამ, სამეფო კლუბის ფეხბურთელები მიკროფონებთანაც კი დააყენა.
კომპოზიტორმა, მუსიკალურმა პროდიუსერმა და სამეფო კლუბის დიდი ქომაგმა ნადირ კაიატმა, სპეციალურად „მეათესათვის“ ახალი სიმღერა შექმნა: „მინდა, რომ ახალი ჰიტი სრულიად მადრიდულმა სამყარომ აიტაცოს.“
„რა თქმა უნდა, ჩემი ოცნებაც ახდა.ძალიან მიყვარს მადრიდის „რეალი“ და ბედნიერი ვარ ჩემპიონთა ლიგის მოგებით.“
„სამეფო კლუბის რიგებიდან ორი პირადი მეგობარი მყავს (რონალდო და რამოსი).მათ ვუთხარი, რომ საჩუქარი მქონდა სიმღერის სახით.ვფიქრობთ, ყველას მოეწონა და ადვილად აითვისეს.“
ფლორენტინო პერესი: „აღნიშნული სიმღერა სამეფო კლუბის ისტორიაში შევა.ქომაგებმა უკვე შეისწავლეს და მღერიან.“
- 26 მაი 2014
- 36 391
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.