უგო სანჩესის კომენტარი
უგო სანჩესმა მატჩის შემდეგ თავისი აზრი გამოხატა.
რა აზრის ხართ თერთმეტმეტრიანის ეპიზოდზე?
ძალიან რთულია ამის თქმა იყო თუ არა პენალტი, მაგრამ ჩემი ფეხბურთელები რეაქციის მიხედვით დიეგო ალვეში ხელით ბურთს შეეხო. მატჩის შემდეგ მითხრეს, რომ პენალტი არ ყოფილა და იყო უბრალო ბრძოლა. ეს ეპიზოდი გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში. პენალტმა იმოქმედა მატჩის შედეგზე. შესაძლოა მადრიდმა დაიმსახურა მოგება, მაგრამ ამ მომენტმა დიდი როლი შეასრულა.
ამის შემდეგ იყო კიდევ ერთი სადაო ეპიზოდი ბენზემას მხრიდან...
იმასთან ერთად, რომ პენალტი არ იყო, ბენზემა საჯარიმოში იმყოფებოდა და პენალტი თავიდან უნდა დაერტყათ მადრიდელ ფეხბურთელებს, მაგრამ ახლა უკვე მატჩი დასრულებულია და ვერაფერს ვიზამთ.
ფიქრობდით გამარჯვებაზე, როცა წინ გახვედით?
კარგი იქნებოდა სიურპრიზი მოგვეწყო, მაგრამ ისევ ვერ შევძელით ანგარიშის შენარჩუნება. ისევ უქულოდ ვბრუნდებით შინ. ვფიქრობ, ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა.
თქვენი ფეხბურთელების მოქმედებით კმაყოფილი ხართ?
დიახ, მათ კარგად შეასრულეს ამოცანა. მართალია, თამაშის შემდეგ ადვილია განსაჯო მოთამაშეები, მაგრამ ისეთი ფეხბურთი ვითამაშეთ, რომელსაც არავინ ელოდა ჩვენგან. კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ.
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 6 დეკემბერი 2009
- 2 893
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.