მზადება ჩემპიონთა ლიგისათვის
"რეალმა" დაიწყო მზადება ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის "მარსელის" წინააღმდეგ.
"რეალმა" გუშინ დაამარცხა "ალმერია" ლა ლიგაში და ახლა ემზადება ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის. პელეგრინის შეგირდები "ველოდრომზე" "მარსელს" დაუპირისპირდებიან. მოგების შემთვევაში "სამეფო კლუბის" ფეხბურთელები პირველ ადგილს დაიკავებენ ჯგუფში და მოიპოვებენ პლეი–ოფის საგზურს.
"ალმერიასთან" მომქანცველი თამაშის შემდეგ მანუელ პელეგრინიმ ვარჯიში ძალების აღდგენას დაუთმო. ფეხბურთელები სხვადასხვა სახის ვარჯიშებით იყვნენ დაკავებულნი. წინ რთული მატჩია "ველოდრომზე".
ორი ფეხბურთელი გამოეყო გუნდს და ცალკე განაგრძობდა ვარჯიშს. ხაბი ალონსო და გონსალო იგუაინი სპორტდარბაზში ტრენაჟორებზე ვარჯიშობდნენ. მათთან ერთად იყვნენ გუტი, მეცელდერი, ვან ნისტელროი და კაკა. მათ სურთ იყვნენ ოპტიმალურ ფორმაში სამშაბათის მატჩისთვის.
პელეგრინი ვარჯიშის წინ გაესაუბრა ფეხბურთელებს და შემდეგ უკვე გახურებაც დაიწყო. ჩილელი სპეციალისტი შემდეგ "პიპიტას" ცალკე ესაუბრა.
ხვალ მადრიდელები გაემგზავრებიან "ველოდრომზე", რათა მომზადებულები შეხვდნენ მნიშვნელოვან დაპირისპირებას.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
- 6 დეკემბერი 2009
- 2 561
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.