ჭირვეულის მორჯულება-ანუ საოცნებო მეათე!

ოცნება ახდა, "მადრიდის რეალი" 2013-2014 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

ჯერაც არ ვარ დაწყნარებული, ჯერაც არ ვარ ემოციებიდან გამოსული, შესაბამისად არ ვიცი ეს სტატია როგორი გამოვა. ბევრისთვის აბდაუბდა, ბევრისთვის მისაღები, ამიტომაც წინასწარ გიხდით ბოდიშს, მე დღეს უბრალოდ მინდა გადმოგცეთ ის განცდა, ის ემოცია, ის ზღვა სიხარული, ის სიყვარული, ის ახდენილი ოცნება, რომელიც ჩემში და თითოეულ მადრიდისტაში გუშინ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყო, ცოტა ჩაიფუშა 23:11 წუთზე, მაგრამ საბოლოოდ ცუნამივით წალეკა და ვულკანივით ამოიფრქვა თითოეული ჩვენგანში 00:18 წუთზე, როცა... თუმცა მოდით, ვცდი და იქნებ გამოვიდეს, ყველაფერს რიგითობით მივყვეთ.

24 მაისი: დღე, რომელიც ჩვენ არ დაგვავიწყდება და დღე, რომელიც არ დაავიწყდა სრულიად მადრიდისტებს, ვინაიდან და რადგანაც, სწორედ ამ დღეს "მადრიდის რეალმა" აღმართა სეპტიმა და სწორედ ამ დღეს, "მადრიდის რეალმა" აღმართა დესიმა. როგორ დაიწყო დღე და როგორი იყო ის 22:45 სთ-მდე? ერთ ადგილას ვერ ისვენებ, ყველაფერს აკეთებ იმისთვის , რომ დროი გაიყვანო, ცდილობ იპოვო რამე საქმე, რომელიც დაგეხმარება ამ ყველაფერში. ჯერ მიუხედავად ყველაფრისა , მაინც მშვიდად ხარ. 18:00 სთ-ზე კი უკვე იწყება ყველაფერი, ყელში რაღაც გებჯინება, ემოცია გაწვება, გინდა იყვირო , გინდა იმღერო, მაგრამ ჯერ მაინც ადრეა, ადრეა, იმიტომ რომ წინ მთელი საათებია. დამღლელი, მომქანცველი, სანერვიულო საათები. 21:45 სთ და შემადგენლობები ცნობილი ხდება. აქეთ მეუღლე მიზომავს წნევას, იქით ჩემი და. უკვე მართლა ვნერვიულობ, წარმოვიდგენ, რომ შეიძლება ოცნება ჩაიფუშოს, ოცნება არ ახდეს, ოცნებამ დაგაღალატოს. ფიქრობ, რომ კიდევ ერთი წელი მინიმუმ მოგიწევს ლოდინი ტიტულისთვის და ეს ყველაფერი გაშინებს. დადგა 22:45 წუთი და ყველაფერი დაიწყო. მოდით, დავიწყოთ ყველა რგოლის მიმოხილვა.

მეკარე: იკერ კასილასი. თეთრი კაპიტანი, თეთრი ლეგენდა, სულით მადრიდისტა, ადამიანი, რომლის თითოეულ ძარღვშიც "თეთრი სისხლი" ჩქეფს. ადამიანი, რომელიც "მადრიდის რეალის" უკვდავი სულის მატარებელია. "წმინდა იკერი". ადამიანი, რომელსაც მე ვუყურებ 18 წლიდან და რომელსაც ვცემ უდიდეს პატივს მთელს მადრიდულ სამყაროში (ფეხბურთელებზე ვამბობ). ადმაიანი, რომელიც ბოლო წუთამდე, თავისი ოფლის, თავისი სისხლის ფასად იცავდა და მჯერა, რომ დაიცავს იმ ღირსებას, რასაც "მადრიდის რეალი" ქვია. ადამიანი, რომელიც მუდამ მხსნელი იყო მაშინ, როცა კლუბი საშინელ სეზონებს ატარებდა. არავის არ დაავიწყდება მისი ცრემლები, როცა "ოსასუნას" ვუგებდით ბოლო ტურში. არავის არ დაავიწყდება მისი დაღვრემილი და განადგურებული სახე, როცა გუშინ მიუტევებელი შეცდომის გამო, "თეთრები" ოცნებების დამსხვრევის გზას დაადგნენ , ისევე როგორც არავის არ დაავიწყდება მის მიერ არა ერთი, არამედ ათეულობით, ასეულობით შეხვედრებში გადარჩენილი კარები. არავის არ დაავიწყდება იკერი, ვინაიდან ის "მადრიდის რეალია", ვინაიდან ის "თეთრი არწივია", ვინაიდან ის "წმინდა იკერია". გუშინ, მორიგ გმირობებს ველოდით მისგან, მაგრამ ვიხილეთ მისი ცუდი თამაში, გუშინ ველოდით მის ფეირულ ე.წ. "სეივებს", მაგრამ ვიხილეთ მისი "ფეილი". გუშინ ველოდით იმ კაპიტანს, რომელმაც ბევრჯერ გვიხსნა, მაგრამ ვიხილეთ კაპიტანი, რომელმაც ვერ გვიხსნა და რომელმაც კინაღამ დაგვაკარგინა ის, რასაც 12 წელი ველოდით. ესეთი იკერი ვნახეთ ჩვენ ყველამ ჩვენივე თვალით გუშინ. ეტყობა ბუნების წესია, ეტყობა დრო მოვიდა, რომ თავად "მადრიდის რეალმა" გააკეთოს და გამოასწოროს მისი შეცდომები, ისე როგორც ათეულობით წლების მანზილზე ასწორებდა ბოლო წვეთით, ბოლო სისხლით იკერი "რეალის" შეცდომებს. გუშინ ის დღე იყო, როცა მოედანზე მყოფ მადრიდისტებს იკერი უნდა ეხსნათ ცხოვრებისეული ტრავმისგან, იკერ უნდა ეხსნათ შეურაცხყოფისგან და იკერი უნდა ეხსნათ ლანძღვისგან. უცნაურია, იმიტომ რომ ასე არასდროს არ ხდებოდა, მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს ცუდი და გუშინ ეს ცუდი მოხდა იკერის თავს. გუშინ იკერმა ისე თავდადებით/თავგანწირვით ვერ დაიცვა თავისი კარი, ვერ დაიცვა თავისი სახლი, როგორც იცავდა 2002 წელს, როცა არაერთი გმირობა შემოგვთავაზა ჯერ კიდევ 20 წლის "ღლაპმა"., მაგრამ გუშინ "მადრიდის რეალმა" გადაუხადა თავისი ბოლომდე ბრძოლით, თავისი სულით მადლობა ლეგენდას და ჩვენს "თეთრ" კაპიტანს. იკერი, მიუხედავად გუშინდელი ჩაგდებული თამაშისა, "რეალისთვის" მაინც ისაა, ვინც იყო ათეულობით წლის მანძილზე. ის "რეალის" ღირსების დამცველია, ბოლო იმედის მცველი, რომლის იმედიც მუდამ ექნებათ, სანამ იკერი კარში იდგება.

დაცვა: სერხიო რამოსი და ვარანე, კოენტრაუ და კარვახალი ეს ის წყვილებია, რომლებიც შესაბამისად ცენტრში და დაცვის ფლანგებზე გუშინ ვიხილეთ. დავიწყოთ კარვახალით. ახალგაზრდა , მადრიდისტა და პერსპექტიული მცველი. ვერ ვიტყვით, რომ გუშინ შეცდომები არ ქონია, როგორ არა, ქონდა შეცდომები, მაგრამ ყველა ხედავს მასში იმ პოტენციალს, იმ მონდომებას, იმ სიყვარულს, რომელიც მას "თეთრებისთვის" დიდ ფეხბურთელად აქცევს. შეტევაში აქტიურია და ამას ვერავინ ვერ დაუკარგავს. კარგად ამწვავებს სიტუაციას, კარგ ტექნიკას ფლობს, კარგი სისწრაფე აქვს, უბრალოდ დაცვაში თამაში გასაუმჯობესებელი აქვს და საბოლოოდ შეუძლია ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ჩამოყალიბდეს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკმაოდ ახალგაზდაა , პირველი სეზონია "მადრიდის რეალში" და მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მე იმედი მაქვს ამ ბიჭის. იმედი მაქვს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მადრიდისტაა, იცის რას ნიშნავს მადრიდიზმო, იცის ამ კლუბის სიყვარული და მჯერა, რომ წარმატებას მიაღწევს აქ. ვარანე-მაღალი, სწრაფი, ძლიერი , მეორე სართულის მეფე, გადაცემების სიზუსტეს არ უჩივის, გადაწყვეტილებებს სწრაფად ღებულობს, რთული სიტუაციებიდან იდეალურად გამოდის, ასკი პატარა აქვს, იდელაურად გაწონასწორებული, აუღელვებელი. წელს ურთულესი პერიოდი ქონდა. ტრავმები, უთამაშებლობა, მაგრამ გუშინ ვნახეთ, რომ მიხედავად ყველაფრისა, როცა კლუბს დასჭირდება, ის მზად არის სათამაშოდ, საბრძოლველად, გასამარჯვებლად და მოედანზე ყველაფრის დასადებად. მისი სახით, "მადრიდის რეალს" მშვენიერი მცველი ეზრდება, რომელიც ბრწყინვალედ შეცვლის პეპეს, როცა ამის დრო მოვა. გუშინ თამაშის წინ ვნერვიულობდი იმის გამო, რომ ასეთ მნიშვნელოვან თამაშში უწევდა ჩართვა და პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ ყველამ თავისი თვალით ნახა მისი კონცენტრირებულობა, ძნელია 20 წლის ბიჭისთვის ასე ცივსისხლიანად ებრძოლო მსოფლიოს ვარსკვლავებს, მაგრამ ეს ხომ ვარანია, ზიზუს რჩეული, "რეალის" რჩეული და "რეალის" მომავალი. ამით ყველაფერი ნათქვამია. კოენტრაუ-ყველას ახსოვს მის მიერ აწიოკებული "ბაიერნი", როცა გერმანელებს თავის ფლანგზე არ ახარებდა, როცა გერმანელებს მისი ფლანგზე , მაგრამ მეტოქის ნახევარზეც არ ახარებდა. უბრალოდ დაფრინავდა იმ შეხვედრაში კოე. გუშინ არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. არ იყო "ბაიერთნათ" თამაშთან შედარებით, თორემ ისე არაფერი არ დაეწუნებოდა, უბრალოდ აკლდა მის ფლანგს ის, რაც ხუჭუჭა მარსელიტომ შესძინა და დაამატა. მარსელო-ვიცე-ვიცე კაპიტანი. ბრაზილიელი, ტექნიკას არ უჩივის, დაცვაში დაბრუნება დიდად არ ხიბლავს და არ მოსწონს, მაგრამ მაინც ფლანგის მცველი. შემოვიდა და "რეალს" დაეტყო მისი ხელი, ფლანგს დაეტყო მისი მოედანზე ყოფნა. იდეალურად უგებს რონალდუს, დი მარიას, ბენზემას. გოლიც მიითვალა და მოკლედ, რომ ვთქვათ ბრწყინვალედ შეცვალა კოენტრაუ და ბრწყინვალედ გამოვიდა მოედანზე. და დაცვის ბურჯი, "რეალის" ბურჯი, სრულიად მადრიდისტების კერპი, "თეთრი რაინდი", თქვენს წინაშეა მისი აღმატებულება სერხიოოოოოოოოოოოოოოო რამოოოოოსიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი. გახსოვთ წლევანდელი სეზონის პირველი ნახევარი და მისი სათამაშო ფორმა? არავის არ ახსოვს, იმიტომ რომ იანვრიდან, დიდებული რამოსი ვიხილეთ. ფეხბურთელი ასე შეცვლილიყოს ერთი სეზონის მანძილზე, ძნელად გასახსენებელია. ჯერ იყო და "ბაიერნთან" ორი თავური დარტყმით თავით დაიტანა გერმანული კედელი და რასაც ქვია, ბოლომდე მიართვა ლუდის მოყვარულ ცივსისხლიან გერმანელებს. გუშინ კი რა ქნა? ზეიმისთვის მომზადებულ სრულიად "ატლეტიკოისტებს" ლუკმა პირიდან გაუგდო. ეს სერხიო რამოსია და ეს მისი კლუბია. მისი თავური და სრულიად ანტიმადრიდისტები პირშიჩალაგამოვლებულები დარჩნენ. ყველანი ელოდნენ, რომ სიმეონე და მისი შეგირდები აწევდენ თასს, მაგრამ რამოსმა , ბოდიშით ამ სიტყვებისთვის და ბოლომდე შეუსრულა კურტუას და მის ბიჭებს. სწორედ ეს რამოსი გვინდა ჩვენ, სწორედ ესაა ის რამოსი, რომელიც პერესის ფავორიტია, სწორედ ესაა ის რამოსი, რომელსაც უნდა გადაულოცოს იკერმა კაპიტანის წოდება თავის დროზე და სწორედ ესაა ის რამოსი, რომელმაც "რეალი" საკუთარი შვილივით უნდა დაიცვას. სერხიო რამოსს შენ ჯერ "ბაიერნთან" იყავი მთელი მადრიდისტების გმირი, გუშინ კი ნამდვილი ლეგენდა გახდი. შენ ხან ამ ათწლეულის "რეალის" მიატოვიჩი, რომლის გოლმაც მოგვაგებინა ჩემპიონთა ლიგა. რას გეუბნებოდა კასილასი, როცა გკოცნიდა? მადლობას გიხდიდა იმისთვის, რომ ის იხსენი ყველაფერი ცუდისგან, მადლობას გიხდიდა იმისთვის, რომ "რეალს" მეათე მოუტანე. ყველაზე ლამაზი ჟესტი კი იკერმა გააკეთა სიბელესზე, როცა ტრადიცია, რომელიც "მადრიდის რეალში" არსებობს (საქმე ეხება სიბელესზე ქანდაკებაზე დროშის შემოხვევას, რომელსაც როგორც წესი, "რეალი" კაპიტანი აკეთებს) დაარღვია და შენ გაგაკეთებინა ეს. იმიტომ რომ ის ამას იმსახურებს, იმიტომ რომ ის სუპერ ვიცე-კაპიტანია. იმიტომ , რომ ის სერხიო რამოსია, ხოდა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებო , დაიჩოქეთ და მიესალმეთ თქვენს დამპყრობელს და მის უდიდებულესობას სერხიოოოოოოოოოო რააააააააააააააააამოოოოოსსსსსს!

ნახევარდაცვა: ხედირა, მოდრიჩი,დი მარია და ისკო. მხოლოდ და მხოლოდ გერმანელ ხედირას შეუძლია, რომ მთელი სეზონი გამოტოვოს ტრავმის გამო და მიუხედავად ამისა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყოს. ნამდვილი ცხენი, ნამდვილი ახმახი. ნამდვილი ცივსისხლიანი გერმანელი. გუშინ კარგის მეტი, ცუდი არაფერი არ გაუკეთებია ხედირას, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე, მისი შეცვლა აუცილებელი იყო, ვინაიდან გუნდს შექმნა სჭირდებოდა და არა შავი სამუშაოს შემსრულებელი ფეხბურთელი. ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვი ხედირაზე, ეს ის ფეხბურთელია, რომელიც უდიდეს შავ სამუშაოს სწევს ხოლმე მოედანზე და ეს სამუშაო არსად არ ჩანს, გარდა ანგარიშისა. მის მიერ შესრულებული სამუშაო კარგად ჩანს ტრიბუნებიდან, ტელეეკრანებიდან კი მას ვერ დაინახავთ. მისი სამუშაო თავისი თვალით ნახა ჩემმა მეგობარმა და ჰალას ადმინისტრატორმა ჯანუმ სტამბულში და ამაზე ისაუბრა კიდევაც, ასე რომ მასზე გუშინდელი თამაშიდან გამომდინარე, მე ცუდს ვერ ვიტყვი. ლუკა მოდრიჩი - რა უნდა ვთქვა, როგორ უნდა ვთქვა და როგორ უნდა შევაქო. ეს ის კითხვებია, რომელიც მისი თამაშის მნახველ ყველა მადრიდისტას აწუხებს. ფეხბურთელი, რომელსაც მადრიდისტები სეზონის დასაწყისში გასაშვებად იმეტებდნენ, სეზონის ბოლოს მათ გმირად იქცა. ცენტრის მეფე, ცენტრის შეფი, ცენტრის ბოსი. ცენტრის ბუღა. რავიცი მეტი რა ჯანდაბა უნდა ვთქვა იმისთვის, რომ ლუკას სამუშაო შევაფასო. შავი საქმე? რა პრობლემაა, ლუკა გიშველით. შეტევა? რა პრობლემაა, ლუკა აგერააა. მოკლედ და კონკრეტულად , ლუკა ყველგანაა. ხორვატი "რეალშია", ის უყვართ, მას პატივს სცემენ და იმედი მაქვს, შემდეგშიც ასე გააგრძელებს მოდრიჩიტო. მას ქონდა ცუდი, უფრო სწორად ძალზედ ცუდი პირველი სეზონი "მადრიდის რეალში", მაგრამ ეხლა რა დღეშიცაა და რა დღეშიც ჰყავს მეტოქე გუნდები, ყველანი ვხედავთ. წარმატეები მომავალშიც ლუკაჩო. ანხეეეეელ დიიიიიი მარიაააააა- "რეალის" ანგელოზი, რეალის მხვსნელი, რეალის თილისმა. ყველაფერია წელს ანხელიტო "მადრიდის რეალისთვის". ორი არჩევანი ჰქონდა კარლოს სეზონის დასაწყისში, ან ანხელი ან იოზილი. ყველაფერი ფეხბურთელებზეც იყო დამოკიდებული. ანხელის ხასიათი კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა კლუბში ბეილი მოვიდა, მაგრამ დი მარია არ გაქეცა კონკურენციას, დარჩა საბრძოლველად და მშვენიერი გადაწყვეტილებაც მიიღო მადრიდისტებისთვის. გუშინ დაფრინავდა ფლანგზეც ცენტრში რაც სურპრიზი აღმოჩნდა ბევრისთვის, ვინაიდან ყველანი მივეჩვიეთ მის დიდებულ თამაშს ცენტრში. კარლიტოს ეშმაკური სვლა და ანხელმაც მწვრთნელი და მადრიდისტები არ დაგვაღალატა. დიდებული სეზონი ჰქონდა წელს დი მარიას და "რეალის" წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვრის მას. ისკო-შემოვიდა თუ არა , "რეალის" შეტევებმაც იმატა, "რეალს" დამატებით ის მუხტი და ის მიეცა, რაც მას აკლდა. ისკომ ბრწყინვალედ შეცვალა ხედირა და დიდებული სამუშაო გასწია, კარგად აკონტროლებდა სიტუაციას, ფლობდა ბურთს, ანაწილებდა მას და ამწვავებდა შეტევებს. საბოლოოდ მოდრიჩი ისკოს წყვილი ცენტრში შეუდარებელი იყო.

თავდასმა: ბეილი, ბენზემა, რონალდუ (BBC) და მორატა ბენზემა-თავი დიდი რამით ვერ დაგვამახსოვრა, რაც სიმართლე გითხრათ არ იყო გასაკვირი, ვინაიდან ტრავმა ჰქონდა, ახალი მოშუშებული იყო. როგორც ჩვევია, ანჩელოტოს დავალებით ცენტრ ფორვარდის როლთან ერთად, სხვა ფუნქციებიც ჰქონდა შეთავსებული, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც , ჩემი პირადი აზრით, უფერული შეხვედრა ჩაატარა. არც მის შემცვლელად შემოსულ ფეხბურთელს გამოუჩენია დიდად თავი , მორატას შემთხვევაში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა კანტერანო ბოლომდე იბრძოდა , დაცვაშიც ჩამოდიოდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა , ღირებული მაინც ვერაფერი ვერ შექმნა. ბეილი - უელსელი ვეფხვი, ლომი , რავიცი ცხოველი. ფოტოები, რომლებიც დაჯილდოებისას და გოლის გატანისას არის გადაღებული კარგად გვაჩვენებს, რაოდენ ცხოველიცაა ეს ადმაიანი. ბეილმა გუშინ ისეთი რაღაცეები აკეთა პირველ და მეორე ნახევარში, რომ ნებისმიერი მადრიდისტა სიამოვნებით გავარდებოდა და 100 მლნ.-თან ერთად ჩამარხავდა ადგილზე. ორი რეალური მომენტი, ორი ხელიდან გაშვებული შანსი, რომელსაც შეეძლო ყველაფერი დროზე ადრე დაესრულებინა, მაგრამ არა, ბუნებასაც ასე სურდა ეტყობა, სურდა ის ემოცია, ის მღელვარება, რომელმაც ეს ფინალი ყველას დაამახსოვრა. ბუნებასაც სურდა და უელსელმაც "არ გაუტეხა", მაგრამ ამავდრიულად თვითონაც გადარჩა სახელისა და თავის გატეხვას, მაგრამ საქმე იცით რაშია? სწორედ ამ უელსელმა გაიტანა ის გოლი, რომელმაც "მადრიდის რეალი" გაიყვანა წინ, რომელმაც "ატლეტიკო" საბოლოოდ გატეხა და რომელმაც ჩვენ დესიმას უფრო დაგვაახლოვა. ბეილი მიეჩვია ასეთი ველური გოლების გატანას. ჯერ იყო და ბარტრად წოდებუ; ახალგაზრდა კატალონიელს სამუდამად დაუკარგა იმ მომენტში ფეხბურთელეობის სურვილი, როცა თასის ფინალში ისეთი გაკვეთიული ჩაუტარა, რომელიც მას დიდხანს არ დაავიწყდება, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე დღის შემდეგ ამტკიცებდა, ეს უკვე წარსულია და არ მახსოვსო, მაგრამ ძნელია ესეთი რაღაცეების დავიწყება. გუშინ ერთადერთი გამონათება ჰქონდა და ისიც მეორე დამატებულ ტაიმში, როცა დი მარიას ბრწყინვალე სოლო რეიდს და კარში დარტყმას ბოლომდე მიჰყვა, ჰაერში ისკუპა გეპარდივით და თავით შეტენა ბურთი "ატლეტიკოს" კარში. აი მაშინ კი დაიწყო ნამდვილი ზეიმი. მეზობელი, როგორც ზედა, ასევე ქვედა, სულ არ მახსოვდა , ვყვიროდი ბოლო ხმაზე და კიდევ კარგი, რომ საქართველოში ვცხოვრობთ, თორემ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასეთ დროს პოლიციას დაგაყენებდნენ თავს (ქვედა მეზობელი პოლიციელი მყავს და მგონი მაინც გადავრჩი). ბეილის გოლის მერე კი დაიწყო ნამდვილი ზეიმი, ნამდვილი აღლუმი. მას მოჰყვა მარსელო, ხოლო ბოლოს კი დააგვირგვინა მსოფლიოს და ევროპის ფეხბურთის კომანდორმა , მისდმა უბრწყინვალესობამ კრიშტიანოოოო რონალდუუუუუუუმ. 11 თამაში და 17 გატანილი გოლი, ეს პორტუგალიელი გიგანტია. მადლობა ბლატერს, რომ რონალდუს კომანდორი შეარქვა. ის ასრულებს თავის მოვალეობებს. გუშინდელ თამაშში მაინც არ იყო გამორჩეული ფიგურა, მიუხედავად გატანილი გოლისა, მაგრამ 11 თამაში და 17 გოლი ყველაფერზე მეტყველებს. კრიშტიანოოოო, კრიშტიაააანო, კრიშტიიაააანო ყვიროდნენ მადრიდისტები სიბელესზე და მადლობას უხდიდნენ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ბრწყინვალე სეზონის გამო.

"მადრიდის ატლეტიკო": შესანჳშნავი გუნდი, ბრწყინვალე კოლექტივი, რომელმაც ბევრს აჩვენა, რომ მთავარია მონდომება,მთავარია ბოლომდე ბრძოლა და შეუძლებელი არაფერია. მადლობა მათ ბრწყინვალე სეზონისთვის, მადლობა მათ ბრწყინვალე თამაშისთვის და იმედი დავიტოვოთ, რომ ეს გუნდი არ დაიშლება და მომავალშიც ასე გააგრძელებს. წესით და რიგით ასეც უნდა იყოს, ვინაიდან არაა ეს ის გუნდი, რომელიც უნდა დაიშალოს. წელს ეს "ჭირვეული" გუნდი, რომელმაც ბევრი გაამწარა, კარლო ანჩელოტის თაოსნობით მოარჯულა "მადრიდის რეალმა".

კარლო ანჩელოტი: ჭაღარა მაკარონიკი, რომელიც მე არ მომწონდა სეზონის დასაწყისში, მაგრამ შევცდი და მადლობა ღმერთს ამისთვის. კარლომ გვაჩუქა მე-10, კარლომ აგვიხდინა ოცნება, კარლომ გვაჩუქა ეს სიხარული და მადლობა მას ამისთვის. მან უნდა გააგრძელოს ესე. პირველი სეზონი, სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგის ტიტული-დიდებული მიღწევაა პაპასთვის. ლოგიკურია, რომ მომდევნო სეზონშიც კლუბი უფრო უნდა გაიზარდოს მის ხელში, უფრო უნდა გაძლიერდეს და ჩამოყალიბდეს იმ ძალად, იმ გაერთიანებად, იმ გუნდად, რომელსაც საფრთხეს ვერ შექუმნის "ლიონი", რომელსაც არ დაემუქრება იმის საფრთხე, რომ ზედიზედ წლების მანძილზე ვერ გაცდეს 1/8 ფინალს.

"მადრიდის რეალი": ჩემი, თქვენი და მილიონობით მადრიდისტას "რეალი" სეზონს გრანდიოზული გამარჯვებით ასრულებს, ოცნებას გვისრულებს, ნატვრას გვიხდენს, გვახარებს და გვაძლევს საშუალებას იმათ, ვინც მიუხედავად 12 წლიანი უიღბლობისა, მაინც ბოლომდე შემოვრჩით ამ კლუბს, ბოლომდე გვჯეროდა მისი, ბოლომდე მასთან ვიყავით. მიუხედავად "ლიონებთან" შერცხვენისა, მიუხედავად "არსენალისგან" და "ლივერპულისგან" თრევებისა, მაინც ღამეებს ვათენებთ, დღეებს ვლევთ და ბოლომდე მხარში ვუდგავართ იმ "თეთრ ოცნებას", რომელსაც "მადრიდის რეალი" ჰქვია. დიახ, არ ვამაყობდი მე "მადრიდის რეალით", დიახ, არ მრცხვენოდა მე ქუჩაში/სკოლაში/უნივერსიტეტში/სამსახურში მისვლისას, როცა 6:2; 5:0 ანგარიშებით ვაგებდი პირსისხლიან მტრებთან. მე და კიდევ ბევრი ჩვენგანი, რომელიც აქ გავიცანი. ყოველი სეზონის ბოლოს, ყოველი მარცხის ბოლოს , ვაკრიტიკებდით ფეხბურთელებს, მაგრამ ვწერდით ერთ რამეს, რომ მადრიდიზმი არაა მხოლოდ გამარჯვებისას გვერდში დგომა, მადრიდიზმი მარცხისას გვერდში დგომაა, მადრიდისტები არიან ის ხალხი, რომლებიც 30 წელი ელოდნენ ტიტულების მოგებას, ცვენი 12 წელი კი ამასთან რა მოსატანი იყო. დიახ, ეს ასე იყო და ასე იქნება. იყო და იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო. იმიტომ რომ მე , თქვენ და უამრავ მადრიდისტას, რომლებიც გვერდში ვუდგავართ და დავუდგებით ჩვენს უსაყვარლეს კლუბს გვერდში, გვიყვარს "მადრიდის რეალი", გვიყვარს "თეთრი სული" და რაც მთავარია, ვიცით, რა არის "მადრიდის რეალი" და რას მოითხოვს ის ნებისმიერი ჩვენგანისგან. დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც მე თავის დროზე მომხიბლა კასილასის თამაშმა, ისევე როგორც მე თავის დროზე შემაყვარა თავი "მადრიდის რეალმა", ასევე შეაყვარებს თავს ის დღეს ბევრ პატარას, ბევრ ახალგაზრდას, რომლებთა შორის იქნებიან ისეთებიც, ვინც ბოლომდე დაუდგებიან გვერდში და ბოლომდე გაიტანენ იმას, რასაც მადრიდისტობა, მადრიდიზმი, "თეთრობა" და "თეთრი" ფორმა გულისხმობს.

მე მჯერა ამისი, ბევრია თქვენშიც ისეთები, ვისაც სჯერა ამის და მოდით ყველამ ერთხმად, კიდევ ერთხელ, კიდევ მრავალჯერ და კიდევ ბოლო ხმაზე:

ჰალაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა ..............................

საუკეთესო სურვილებით, სულით ხორცამდე მადრიდისტა , თქვენი მონა მორჩილი

შველა!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)