რამოსი : "ჩემი გოლი თითოეულ მადრიდისტას ეძღვნება"
სერხიო რამოსის განცხადებით, მისმა გოლმა ამ შეხვედრაში ბევრი რამ გადაწყვიტა და ეს ბურთი თითოეულ მადრიდისტას ეძღვნება...
"ეს იყო საოცარი, სხვას ვერაფერს ვუწოდებ. ყურები ჩამოვყარეთ, რადგან ბევრი ვიბრძოლეთ და ფინალში 93-ე წუთზე 0-1 ვმარცხდებოდით, ამას ყველაფერს კი კუთხური მოჰყვა, რამაც თავის გამოჩენის საშუალება მომცა და მეც არ დავაყოვნე."
"უბედნიერესი ადამიანი ვარ, ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნება იყო, რადგან ამ ტურნირზე არასდროს მითამაშია ფინალში."
"ატლეტიკო ღირსეული მეტოქეა, სიმეონეს გუნდმა არნახული პროგრესი განიცადა და ძალიან ახლოს იყო ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებასთან, თუმცა ჩვენი გუნდის მოტივაცია გადამწყვეტი აღმოჩნდა, ყველა ერთად ვიყავით გაერთიანებული და მხოლოდ მე-10 თასზე ვფიქრობდით."
"იკერ კასილასი ძალიან დამწუხრებული იყო, კარის აღების შემდეგ კი მასზე ბედნიერი ადამიანი პლანეტაზე არ არსებობდა, მან მესამედ მოახერხა ლიგის მოგება."
"გატანილ გოლს და გამარჯვებას ჩემი ოჯახის წევრებს, ცოლს და შვილს ვუძღვნი, ასევე არ მინდა გამომრჩეს ბაბუა და თითოეული მადრიდისტა, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად ნერვიულობდა."
- 25 მაი 2014
- 14 651
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.