ბიორნ კეიპერსი მოახლოვებულ ფინალზე საუბრობს
დღევანდელი ფინალის მთავარი არბიტრი, ბიორნ კეიპერსი დაპირისპირებულ გუნდებზე ალაპარაკდა.
41 წლის ჰოლანდიელი არბიტრი 2006 წლიდან ფიფას მსაჯია. მან 2013 წელს „ჩელსისა“ და „ბენფიკას“ შორის გამართულ უეფას ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში იმსაჯა. იმავე წელს კი ბრაზილიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის ჩატარებული კონფედერაციის თასის ფინალური შეხვედრა იმსაჯა.
იგი 2013 წელს ფიფას საუკეთესო მსაჯად აღიარეს.
ბიორნ კეიპერსმა დამდეგი შეხვედრის შესახებ ისაუბრა
"დიდი ხნის მანძილზე ვაკვირდებოდი ფინალში მონაწილე გუნდების თამაშებს, როგორც პრიმერა დივიზიონში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენ ბრწყინვალე ვიდეოანალიტიკოსი გვყავს, რომელიც გამოყოფს ცალკე კადრებს და მას სამსაჯო კომიტეტს აჩვენებს. მე ბედნიერი ვარ, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის განსჯა დამავალეს. ვამაყობ ჩემი ბრიგადით და ფინალს სრულ მზადყოფნაში ვხვდები."
Uefa.com
- 24 მაი 2014
- 3 084
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.