დასკვნითი ვარჯიში: პეპემ და ბენზემამ სრული დატვირთვით ივარჯიშეს
ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ სავარჯიშოდ გაიყვანა თავისი შეგირდები.
მადრიდელმა ფეხბურთელებმა „და ლუშზე“ ივარჯიშეს, სადაც ხვალ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდებიან.აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ მიმდინარე კვირაში პირველად, პეპემ და ბენზემამ თანაგუნდელებთან ერთად იმუშავეს.როგორც ჩანს, ხსენებულ ფეხბურთელებს პრობლემები აღარ აწუხებთ და მომავალ პაექრობას მზადყოფნაში ხვდებიან.
დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით გაისარჯნენ დანარჩენი მადრიდისტებიც.
მაშასადამე, ტრავმირებული ხესესა და დისკვალიფიცირებული ალონსოს გამოკლებით, ანჩელოტის განკარგულებაში ყველა მოთამაშე იქნება.
- 23 მაი 2014
- 6 916
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.