ანჩელოტი: „ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც „ბაიერნთან““

ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, კარლო ანჩელოტიმ ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა.

„16 გატანილი გოლით, კრიშტიანუმ დიდებული სეზონი გამოცხო ჩემპიონთა ლიგაზე.ჩვენ გვჭირდება მისი დახმარება.“

„დღევანდელი ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია.რონალდუ და ბეილი მწყობრში არიან, რასაც ვერ ვიტყვით პეპესა და ბენზემაზე, რომლებსაც მიმდინარე კვირაში სრული დატვირტთვით არ უმუშავიათ.ვნახოთ, რა იქნება.“

„ფინალის წინ ბევრ საკითხზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ვეცდები, კონკრეტულად და გასაგებად დაველაპრაკო შეგირდებს და დამატებითი ზეწოლისაგან გავათავისუფლო ისინი.“

„ჩვენი მიზანია ჩვეულ სტილში ბურთის გაგორება.ვგონებ, ტაქტიკურად დიდი ბრძოლა გაჩაღდება.საჭიროა საიმედო თამაში, როგორც უკან, ასევე წინ.“

„სეზონის დებიუტიდანვე „დესიმაზე“ ვფიქრობთ.სასიხარულოა, რომ ფინალში გამოსვლის უფლება მოვიპოვეთ.ვეცდებით, კიდევ უფრო გავაბედნიეროთ გულშემატკივრები.“

„ჩემს ირგვლივ გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.მადრიდში ბედნიერად ვგრძნობ თავს.“

„მშვიდად და მაქსიმალური კონცენტრაციით ველოდები პაექრობას.ასეთი ტიპის თამაშების წინ, ფეხბურთელები დამატებით მოტივაციას არ საჭიროებენ.ჩემი ოცნებაა, რომ ისე ვითამაშოთ, როგორც „ბაიერნის“ წინააღმდეგ.“

„საღამოს კარგად უნდა ვივარჯიშოთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ.შემდეგ ფეხბურთელებს გარკვეულ ინსტრუქციებს მივცემ.2007-ში მეგონა, რომ ჩემი ბოლო ფინალი იყო, თუმცა...“

„გუნდური თვალსაზრისით, ბენზემამ ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა.“

„რა თქმა უნდა, პენალტებიც მოვამზადეთ და საჭიროების შემთხვევაში, სია გვაქვს ჩამოწერილი, თუმცა ამაზე საუბარი არ ღირს.“
AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)