წარსულიდან დღემდე
პარარელები, ძველსა და ახალს შორის
მადრიდის "რეალის" ისტორიაში ბევრია, როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდები. იყო ჩავარდნები, უღიმღამო თამაშები, მაგრამ ამასთანავე იყო ტრიუმფები და დიდებული სანახაობები.
წლების განმავლობაში დიდი გარდაქმნები მოხდა გუნდში. შეიცვალნენ: მწვრთნელები, ფეხბურთელები, პრეზიდენტები, დირექტორები, მაგრამ მადრიდული თეთრი სული და შემტევი ხასიათი, მუდამ რჩებოდა მადრიდისტების გულში.
ამის თვალნათლივი მაგალითია "ლოს გალაქტიკოსის" ეპოქა, რომელმაც სრულიად შეცვალა საფეხბურთო სამყარო. გალაქტიკოსი აჩვენებდა ფეხბურთს, "თეთრ ბალეტს", რაც აღაფრთოვანებდა მაყურებელს.
სწორედ ასეთმა ჟინმა, მონდომებამ და მაღლმა საფეხბურთო დონემ განაპირობა, ჯერ 2000 წელს, ხოლო შემმდეგ 2002 წელს ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება.
იმის ზუსტად გადმოცემა, თუ რა დონის შემსურელბლები იყვნენ იმ დროს "რეალში" და რა შეეძლოთ მათ, შეუძლებელია.
მოდით გავავლოთ პარალელები ფეხბურთელებს შორის, რომლებიც დიდებული წარსულის და ბრწყინვალე მომავლის მაგალითები არიან.
რა თქმა უნდა, ლეგენდარულ იკერ კასილასზე ბევრის თქმა არა საჭირო. მას ყველა კარგად იცნობს და იცის მისი მიღწევები. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა კასილასმა, 2002 წლის ჩემპიონთ ლიგის ფინალში, მატჩის მეორე ნახევარში შეცვალა ტრავმირებული ცეზარ სანჩისი, მან ყველა გააოცა, მისი უსწრაფესი რეაქციით და თავდაჯერებულობით. იკერმა იხსნა გუნდი, ფინალური მარცხისგან და მოპოვებულ მეცხრე თასში დიდი წვლილი შეიტანა. იგი წლების მანძილზე იყო ხელშეუხებელი პიროვნება გუნდში, სანამ მოურინიო პირადი მიზნების გამო არ გაამწესებდა სათადარიგოთა სკამზე.
მადრიდისტების შემტევი ხასიათი, მხოლოდ ფორვარდებსა და ნახევარმცველებში არ გამოიხატებოდა. იყვნენ მცველებიც, რომლებსაც საკმაოდ კარგად შეეძლოთ სწრაფად შეტევაში ჩართვა და ხიფათის შექმნა. სწორედ ასეთი გახლდათ სალგადო, რომლის შეცვლასაც, დღესდღეობით
დენიელ კარვახალი ცდილობს. ორივე ფეხბურთელმა, აჩვენა თუ რაოდენ კარგად შეუძლიათ არამარტო საკუთარი კარის დაცვა, არამედ შეტევაზე გადასვლა. შესაძლოა ორი უკანხაზელი ერთმანეთს თავდასხმით, ანდაც დაცვით პოტენციალში შევადაროთ, მაგრამ სალგადოს კლასი და უნიკალური უნარი ბურთთან მოქცევისა ერთადერთია.
ფერნანდო იერო - მადრიდის "რეალის" ისტორიაში საუკეთესო მცველადაა აღიარებული.ის მრავალი წლის მანძილზე ზრუნავდა კასილასის კარის დაცვაზე და დაკისრებულ მოვალეობას ათიანზე ართმევდა თავს.იყო გუნდის ისეთივე განუყოფელი ნაწილი და სიმბოლო, როგორც რაული. 2002 წელი მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოდგა, რადგან მან შეძლო და მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგისი თასი.ამავე დროს, ფერნანდო საკუთესო მეგოლე მცველია კლუბის ისტორიაში (102 გოლი). დღევანდელ რეალობაში მას კეპლერ პეპეს ადარებენ. ამ უკანასკნელის დაცვითი სტილი და ფიზიკური ძალის გამოყენება, ახლოსაა ლეგენდარულ "ოთხიანთან."
ალბათ, სერხიო რამოსს უფრო იეროს მემკვიდრედ მიიჩნევენ, თუმცა შესაძლებელია, მისი და ელგერას შედარებაც.ივანი საიმედო ასპარეზობით გამოირჩეოდა უკან და საჭიროების შემთხვევაში, წინაც მიდიოდა.მას არა ერთხელ გადაურჩენია „რეალი.“
ლეგენდარული ბრაზილიელი რობერტო კარლოსი, რომლის გასროლი ბურთს ყველა ერიდებოდა. კარლოსს შეეძლო ყველანაირი ფიზიკური წესის დარღვევა, რომელიც ბურთის მოძრაობის ტრაექტორიაში გამოახეტობდა. მისი ზომების მიუხედავად, იგი ფიზიკურ და საჰაერო ორთაბრძოლებში უბადლო იყო. მართალია კარლოსის დონეს დღეს ვერცერთმა მარცხენა მცველმა ვერ მიაღწია, მაგრამ მასთან შედარება მხოლოდ მარსელოს შეუძლია, რომელიც დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში საუკეთესოდაა წოდებული. მარსელოს თანამემამულეს მსგავსად, შეუძლია შეტევაში ჩართვა და მეტოქის მცველების გაწამება. მას ამაში ბადალი არ ყავს და ბევრ თავდამსხმელსაც აჯობებს.
2003 წლის ზაფხული სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, მადრიდელთა ხელმძღვანელობა, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოჰყვა, როდესაც მათ კლოდ მაკელელ გუნდიდან გაუშვეს. აღშფოთება ვერ დამალეს თავად რაულმა და ზინედინ ზიდანმა, რომელმაც შემდეგი სიტყვებით გამოხატა თავისი გულის წყრომა "რა აზრი აქვს ბენტლიზე ოქროს საღებავის ახალ ფენის შემატებას, როდესაც მთლიან ძრავას კარგავ?"
კლოდ მაკელელე წარმოადგენდა "რეალის" ცენტრს, რომელიც საუკეთესო იყო ევროპის მაშტაბით. კლოდის დღევანდელ შემცვლელად უნიკალური ფეხბურთელი, ხაბი ალონსო გვევლინება, რომელმაც თავისი გენიალური პასით მოხიბლა საფეხბურთო სამყარო და მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ჩამოყალიბდა. მისი მოედნის ხედვა, გადაადგილება, ბურთის ართმევა, შეტევის ჩაშლა, ბურთის განაწილება და გრძელი პასი უბადლოა მსოფლიოში.
ყველა დროის ყველაზე ხმაურიანი და სკანდალური ტრანსფერი, როდესაც ლუიშ ფიგუ "ბარსელონიდან" "რეალში" 60 მილიონ ევროდ გადავიდა. ტრანსფერი, რომელმაც ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა გაწყიტა კატალონიელებსა და მადრიდელებს შორის. გუტი გადმოსვლის დღიდან გუნდის უმნიშვნელოვანეს ფიგურად იქცა, ფიგურად რომელზეც გუნდის მშენებლობა დაიწყო და "ბლანკოსის" შეტევა სწორედ ამ ფიგურაზე გახდა დამოკიდებული.
გუტი თანამედროვეობის ერთ–ერთი თვალსაჩინო მაგალითი გახლდათ, რომლის შემცვლელად ხორვატი ლუკა მოდრიჩი გვევლინება. მოდრიჩი გადმოსვლის დღიდან, არცისე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა გულშემატკივარზე, მაგრამ დროთა განმავლობაში, იგი გაიხსნა და "რეალის" წამყვან ძალად იქცა. მოდრიჩმა უბადლოდ შეითავსა ფიგუს ფუნქციები და მის მსგავსად გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად გამოიკვეთა.
სოლარი, გალაქტიკოსის სიაში ყველაზე ეფექტური და ენერგიული ფეხბურთელი იყო. შესაძლოა გუნდში იყვნენ: ზიდანი, ფიგუ, რაული და კარლოსი, მაგრამ სანტი მათგან ყოველთვის გამოირჩოდა. იგივეს თქმა შეგვიძლია ანხელ დი მარიაზე, რომელიც მოედანზე გამუდმებით მოძრაობს და მისი ბურთთან შეხება, ყოველთვის დაძაბული და სახიფათო მომენტით მთავრდება. ანხელს, კარლო ანჩელოტის ისტემაში უცვლელი როლი უჭირავს და დაკისრებულ საქმეს შესანიშნავად ასრულებს.
არ მოიძებნება სიტყვები, რომლითაც ლეგენდარულ ფრანგს დავახასიათებთ. იგი გახლდათ ფეხბურთელი, რომელმაც მოხსნა სანტრასფერო რეკორდი, როდესაც "იუვენტუსიდან" "რეალში" გადაბარგდა. მისი გენიალურობა უბრალოდ საოცრება იყო. შესაძლოა ბევრი კარგი და დიდი ფეხბურთელი არსებობს, მათ შორის რონალდუ და მესი, მაგრამ ზიდანის დონე მიუღწეველია.
გარეთ ბეილი – რომლის მადრიდში ჩასვლა ასევე სარეკორდო თანხასთანაა დაკავშირებული. ბეილს გუნდში ვინგერის ფუნქცია აკისრია, რომელსაც იგი პირნათლად ასრულებს. უელსელს, სისწრაფის ხარჯზე შეუძლია რამოდენიმე წამში, მეტოქის კარის წინ აღმოჩნდეს და ყუმბარისებული დარტყმით ბურთი ბადეში გაახვიოს. გარეთის კუმირი სწორედ ზინედინ ზიდანია და მისადმი სიმპატიები არასოდეს დაუმალავს.
ესპანეთის საფეხბურთო სული, პორტუგალიის ნაკრების კაპიტნის და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წინააღმდეგ. რაულსა და რონალდუს შორის, მაისურზე წარწერის გარდა სხვა ბევრი მსგავსებაცაა. რაულ გონსალეს ბლანკო, გახლდათ ესპანეთის საფეხბურთო ხატი და მისაბაძი პიროვნება. ადამიანი, რომელმაც შეაყვარა ხალხს მადრიდის "რეალი" და ესპანეთის ნაკრები. იგი არის ადამიანი, რომელსაც მადრიდული ინჩადა ყველაზე მეტ პატივს სცემს. იგივეს თქმა შეგვიძლია რონალდუზეც, რომელიც ხასიათით და პიროვნული ღირსებებით მისაბაძი გახდა. იგი ამავე დროს "სანტიაგო ბერნაბეუს" საყვარელ ფეხბურთელად იქცა, რომლის სახელსაც სტადიონის ტრიბუნები თითოეულ თამაშში სკანდირებენ.
2002 წელი, როდესაც ბრაზილიელმა ლეგენდამ, ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდუმ, ხელი მოაწერა კონტრაქტს, გახდა დიდი დარტყმა ფერნანდო მორიენტესის კარიერაში. უთამაშებლობამ და დროის სიმცირემ, მისი მადრიდული კარიერა გაანადგურა. ერთ დროს, მორიენტესი რაულთან ერთად დამანგრეველ ძალას წარმოადგენდა, მაგრამ 2002 წლის შემდეგ მისი საქმეები უკან–უკან წავიდა. დღესდღეობით მის ადგილს ფრანგი ფორვარდი, კარიმ ბენზემა იკავებს, რომელიც ბევრი კრიტიკის მიუხედავად, "რეალის" ძირითად ფორვარდად რჩება.
- 24 მაი 2014
- 2 765
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.