ლეგენდები: „ჩვენ მოვიგებთ „დესიმას““

„რეალის“ ოფიციალური ტელევიზიისა და ვებგვერდის ორგანიზებით, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კლუბის ლეგენდები შეიკრიბნენ.

დი სტეფანო, ხენტო, ამანსიო, იერო და რაული ის დიადი ფეხბურთელები არიან, რომლებმაც მადრიდულ გრანდს, სხვადასხვა სეზონებში, ჩემპიონთა ლიგის 9 ტიტული მოუტანეს.ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება, ხენტომ 6-ჯერ იზეიმა, ალფრედომ და ამარომ ხუთ-ხუთჯერ, ხოლო ფერნანდომ და გონსალესმა სამ-სამჯერ.

ისინი ლეგენდარულ „ჩამარტინზე“ შეიკრიბნენ, რათა თავიანთი მხარდაჭერა გამოეხატათ ანჩელოტის დამოძღვრილების მიმართ, „ლა დესიმასკენ“ მიმავალ გზაზე.

რაული: „მადრიდელები დიდებულ სეზონს ატარებენ ჩ/ლიგაზე.მათი ჟინი, სურვილი და მონდომება მხოლოდ კარგის მომასწავებელია.გერმანიაში, ყველაზე რთულ სტადიონზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „მეათე“ ძალიან რეალურია.“

„ვფიქრობ, მოთამაშეებმა ჩინებულად იციან თავისი საქმე.ისინი ბოლო დაპირისპირებას ატარებენ სეზონში და სრულად აანალიზებენ „დესიმას“ მნიშვნელობას.ამ დღეზე უკვე 12 წელია ოცნებობს მთელი მადრიდული სამყარო.“

„ჩვენ წინააღმდეგ „ატლეტიკო“ ითამაშებს, რომელთანაც მეტოქეობის დიდი გამოცდილება გვაქვს.ბიჭებს ვურჩევ ფინალისაგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას და ბოლომდე დახარჯვას, რათა წარმატებამ არ დააყოვნოს.“

„ქომაგები მოუთმენლად ელოდებიან ხვალინდელ შერკინებას.მთელი მსოფლიოს მადრიდისტები ფეხბურთელების გვერდით არიან და იმედია, გამარჯვებით დაგვიგვინდება მიმდინარე სეზონი.“

იერო: „ფეხბურთელები ფსიქოლოიგური თვალსაზრისით, მოწოდების სიმაღლეზე უნდა შეხვდნენ ფინალს.მათი მოტივაცია და ილუზიები უნდა აღემატედეს მეტოქისას.ვგონებ, სრულად აანალიხებენ მომავალი დაპისპირების ნიშანდობლივობას.“

„90 წუთის განმავლობაში საუკეთესოდ უნდა გაისარჯონ და ამასთანავე, სიმშვიდე შეინარჩუნონ.საჭიროა თავდაჯერებულობა.“

„12 წელია ველოდებით ჩემპიონთა ლიგის ტიტულს.იმედს ვიქონიებ, ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება.“

ამანსიო: „მოთამაშეები სათანადო კონცენტრაციით უნდა გამოვიდნენ მოედანზე და მაქსიმუმი გაიღონ.მეტოქეს უნდა ვაჯობოთ, როგორც ფიზიკურ, ასევე ტექნიკური ორთაბრძოლებში.“

„მიუნხენში გამართულმა თამაშმა ცხადყო, თუ რა პოტენციალის მატარები გუნდი გვყავს.მადრიდელები დიდებულად იცავენ თავს და შეტევაშიც ბრწყინვალედ გადადიან.ფინალისტები კარგად იცნობენ ერთმანეთს და ვფიქრობ, ის წააგებს, ვისაც ადრე უმტყუნებს ნერვები.“

ხენტო: „გუნდმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და დარწმუნებული ვარ, თასს მოვიგებთ, რამეთუ ბიჭების ბრძოლისუნარიანობაში ეჭვი არ მეპარება.თუ ისევე ვითამაშებ, როგოც „ალიანც არენაზე,“ არ გავიჭირდება.“

დი სტეფანო: „„ატლეტიკოს“ ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ „რეალი“ ძალიან კარგი გუნდია და ლიგა უნდა მოიგოს.ანჩელოტის შეგირდები სანახაობრივ და ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებენ.განსაკუთრებით გამოვყოფდი შეტევით ხაზს.“

„რა თქმა უნდა, ქომაგების ფაქტორი გადამწყვეტი იქნება.ჩვენ დროს არ იყო ამხელა სტადიონები.ვიმედოვნებ, ბიჭები ტიტულს ჩამოიტანენ ლისაბონიდან.“

RealMadrid.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)