რონალდუს ტრანსფორმაცია

ერთ დროს კრიშტიანუ იყო ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი მატჩების ბედის გადაწყვეტა არ შეეძლო და თავისი ხასიათით ადამიანთა წყრომას იმსახურებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, იგი ჩამოყალიბდა პიროვნებად და გახდა მსოფლიოს საუკეთესო ინჩადის, სანტიაგო ბერნაბეუს პუბლიკის საყვარელი მოთამაშე.

მადრიდის "ატლეტიკოს" და რონალდუს შორის სიმეტრიის გაკეთება შესაძლებელია, დროის თვალსაზრისით, დროის რომელმაც აღნიშნული გუნდი და ფეხბურთელი შეცვლა და იგი უძლიერეს ძალად გამოწრთო.

დიეგო სიმეონეს ზუსტად იმ ფეხბურთელებთან ჰქონდა და აქვს მუშაობა, რომლებიც მისი გუნდში მისვლის დროს დახვდნენ. მან უღიმღამო და სუსტი გუნდისგან, რომელიც ნაკლებად ნობილი ფეხბურთელებით იყო სავსე, გუნდური და ხისტი ხასიათის მქონე კლუბის ჩამოყალიბება შეძლო, რომელსაც დღესდღეობით ნებისმიერი ევროპული გრანდისთვის, უდიდესი წინააღმდეგობის გაწევა და დამარცხება შეუძლია. როდესაც რონალდუ გუნდში მივიდა, იგი დიდად განსხვავდბეოდა დღევანდელი ელ ფერარისგან. მისი ტვინი და ფეხები მხოლოდ შეტევაზე წასასვლელად იყვნენ მობილიზირებულნი და გუნდურობის ცნების ნაკლებობას განიცდიდნენ, მაგრამ დროთა გამავლობაში "ატლეტიკოს" მსგავსად, პორტუგალიელი დრომ და გარემოცვამ შეცვალა. მან გაიგო, რომ მის გარდა მოედანზე კიდევ 10 ფეხბურთელია, რომელიც მის მხარეს იბრძვიან და მასსავით გამრჯვება სწყურიათ.

გატარებული დრო მანჩესტერში და მისი კარიერის საწყისი ეტაპი, რონალდუს დღევანდელ ყოფასთან ახლოსაც ვერ მივა. მისი კარიერა მრავალი ცუდი მოგონებით და შავი ლაქითაა სავსე, ამის თვალნათლივი მაგალითი კი 2004 წელია. ევრო 2004 მსოფლიოში ყველაზე მოულოდნელობით აღსავსე ჩემპიონატად არის აღიარებული. ევრო 2004 მსოფლიოში ყველაზე მოულოდნელობით აღსავსე ჩემპიონატად არის აღიარებული. ჩემპიონის ტიტული ევროპული საზომებით საშუალო დონის გუნდმა, საბერძნეთის ნაკრებმა მოიგო და სწორედ მასპინძელი პორტუგალია გახლდათ გუნდი, რომელი ბერძნებთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა და ადგილობრივი პუბლიკა გაწბილებული დატოვა "ეშტადიუ და ლუჟზე". აღნიშნული ფინალი რონალდუსთვის თავზარდამცემი და უბედერებით სავსე დღე გამოდგა. მას საკუთარ ქვეყანასთან ერთად შეეძლო ევროპაში საუკეთესო გამხდარიყო, მაგრამ შანსი ხელიდნ გაუშვა და ეს საკმაოდ ემოცურადაც განიცადა.



სწორედ 2004 წლიდან იწყება რონალდუს აღზევება და თანამედროვე ფეხბურთში ადგილის დამკვიდრება. 2006 წელს, მადრიდის "რეალის" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ზინედინ ზიდანმა აღფრთოვანება ვერ დამალა კრიშტიანუს მისამართით და ფართო პუბლიკი წინაშე განაცხადა "ხალხმა უნდა გაიგოს, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში რონალლდუს და რა შეუძლოია მას."

"მე არ შევეგუები დამარცხებას და არ შემაშინებს კონკურენცია. მე მზად ვარ საბრძოლველად და იმის დასამტკიცებლად თუ რა შემიძლია. მე მოვიგებ რადგან არ მიყვარს დამარცხებული როლში ყოფნა." - განაცხადა კრიშტიანუ რონალდუმ 2012 წელს, როდესაც "რეალთან" ერთად ლა ლიგის თასი აღმართა.


რონალდუს ტრანსფორმაცია



რონალდუმ, დროთა განმალობაში ტემპს უმატა და საფუძველი ჩაუყარა ახალ საფხებურთო ერას, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი თავად იქნებოდა. "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნისას მან პორტუგალიის ნაკრებთნ ერთად, პირველ 79 თამაშში, 25 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო შემდგომ 31 თამაშში, 24 ჯერ შეძლო თავის გამოჩენა. რონალდუსთვის ყველაზე ფეთქებადი ჩემპიონატი სანაკრებო ბატალიებზე, სწორედ 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპი გახლდათ, სადაც გოლეადრომა 4 გოლის გატანა მოახერხა შვედეთის წინააღმდეგ.

2013 წელს კრიშტიანუ რონალდუმ აისრულა კარიერული ოცნება და მეორედ მოიგო ოქროს ბურთი. მისი მონდომების, ძალისხმევის და შეუპოვრობის წყალობით, იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. დაჯლდოვებისას, სცენაზე არსებული ემოციური მომენტი, როდესაც რონალდუმ ცრმლები ვერ შეიკავა, მისი შვილის, დედის და ცოლის წინაშე, ბუნებრივი და საკმაოდ ამაღელვებელი იყო. ადამიანი, რომელიც ზემოდ ხსენებულ დაჯილდოვებაზე, მეორე ადგილი დაიკავა, არის მიზეზი იმისა, რომ რონალდუ ყოველ წამს ცდილობს გამჯობესებას და სრულყოფილებამდე მიღწევას. "მესი არის ადამიანი, რომელიც დამემხარა ოქროს ბურთის მოგებში. რომ არა მასთან კონკურენცია, მე ამ დონეს ვერასოდეს მივაღწეცდი."




2011 წელს, როდესაც ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ, მთავარი მოქმედი პირო სწორედ რონალდუ გახლდათ, რომელმაც თავური დარტყმით აიღო პინტოს კარი და მოიპოვა პირველი ტიტული "ბლანკოსთან" ერთად.



რონალდუს სათამაშო დონე, ხარისხი და მიღწევები "ბერნაბეუზე", წლიდან-წლამდე საოცარი და შოკისმომგვრელია. იგი თითოეულ სეზონში აუმჯობესებს რეკორდებს, საკუთარ მიღწევებს და პროფესიულ დონეს. 2014 წლის სეზონში, მან მოხსნა უდიდესი რეკოდრი, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე 16 გოლის გატანა მოახერხა. გარდა იმისა, რომ რონალდუმ 16 გოლით ახალი რეკორდი დაამყარა, ჩემპიონთა თასის/ლიგის გათამაშების ყველა დროის მეგოლეთა სიაში ლეო მესის გადაასწრო და ახლა მხოლოდ სამეფო კლუბის ლეგენდას, 71 გოლის გამტან რაულს ჩამორჩება. კრიშტიანუს სადღეისოდ 68 გოლი აქვს გატანილი.

ახლა კი რონალდუს მთავარი მიზანი, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგებაა, დიეგო სიმეონეს დამოძღვრილ მადრიდის "ატლეტიკოსთან" სტადიონზე, სადაც 10 წლის წინ ტრაგედია განიცადა პორტუგალიასთან ერთად. ხვალ, 22 მაისს, ელ ფერარის კარიერასა და "ბლანკოსის" ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება, რომელიც მათ დიდებულობას და საუკეთესოობას კიდევ ერთხელ დაამტკიცებს.

და ბოლოს. "კრიშტიანუ რონალდუ არის ფეხბურთელი, რომელმაც შეცვალა საფეხბურთო მიმდინარეობა და მიაღწია სრულყოფილებას. იგი სრულიად საფეხბურთო სამყაროს და მადრიდისტების საამაყო პროვნებაა, რომლის შიშით ევროპული გრანდები მუხლს იდრეკენ.
იგი არის პიროვნული ღირსებების, ბრძოლისუნარინობის, ოცნებისკენ სწრაფვის და მადრიდიზმის თვალნათლივი მაგალითი, ადამიანი, რომელმაც ღრმა ადგილი ჰპოვა ჩემს და სრულიად მადრიდისტების გულებში. წარმატებები კრიშტიანუს მის დიდებულებით მოცულ თეთრ გზაზე"

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)