რამოსი - ნაბიჯი სრულყოფილებამდე
ანდლუსიელ მცველს ერთი ნაბიჯი აშორებს სრულყოფილებამდე.
მადრიდელთა „ოთხიანის“ ტიტულების ოთახში, მუნდიალის, ევროპის ჩემპიონატის (2), პრიმერა დივიზიონისა (3) და „კოპა დელ რეის“ (2) ოქროს მედლებს შეხვდებით, თუმცა ჩემპიონთა ლიგის თაროს, ჯერ კიდევ აწერია - „იტვირთება.“
28 წლის რამოსმა, საფეხბურთო კარიერის განმავლობაში უკვე ყველაფერი მოასწრო, გარდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგებისა.მას მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს, თასების სრულფასოვან კოლექციონერობამდე.
სერხიო მრავალი წელია იბრძვის „დესიმასათვის“ და „როგორც იქნა,“ მიუახლოვდა მას.ის ორმაგი მოტივაციით გამოვა ლისაბონის სტადიონზე და სისხლის ბოლო წვეთამდე გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.მისი მონდომება, ჟინი და თავდადება, „ალიანც არენაზე“ ყველაზე კარგად იგრძნობოდა.ასე, რომ „ატლეტიკო“ ნამდვილად უნდა უფრთხილდეს ანდალუსიელ მატადორს, რამეთუ ვინც გზაზე გადაეღობება, აუცილებლად ძირს დასცემს.
MARCA
- 23 მაი 2014
- 4 817
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.