სიმეონე: " "მადრიდის რეალი" ნებისმიერი სისტემით სახიფათოა"
"მადრიდის ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდს გაესაუბრა, სადაც ბევრ საინტერესო საკითხებს შეეხო.
"მას შეუძლია ითამაშოს სამი ნახევარმცველითა და სამი თავდამსხმელით, ასევე ბოლო დროს 4-4-2 ტაქტიკითაც დიდებულ შედეგებს დებენ. ფეხბურთელთა ფორმიდან და სიძლიერიდან გამომდინარე, რა ტაქტიკაც არ უნდა შეარჩიოს "მადრიდის რეალმა" , ის სახიფათოა, ვინაიდან მას ჰყავს ექსტრა კლასის ფეხბურთელები"-აღნიშნა ჩოლომ.
სიმეონეს სჯერა, რომ ფინალი იმ "გაწეული სამუშაოს კულმინაციაა, რომელსაც საფუძველი სამი წლის წინ ჩაეყარა." "ჩვენ, თუ არ ვცდები ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა კარგად ერთი წლის წინ დავიწყეთ. ეხლა კი გუნდის რა პოზიციასაც არ უნდა შეხედოთ, ნებისმიერი პოზიცია მაქსიმალურად არის მობილიზებული და ბოლომდე დებენ თავიანთ შესაძლებლობებს მოედანზე. ეს კოლექტიური შრომის შედეგია, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისგან, რისი ძალაც გვაქვს"
"ეს ისტორიული დაპირისპირებაა. ძალიან სასიამოვნოა, როცა ასეთ თამაშში იღებ მონაწილეობას, კარგია, როცა უყურებ , თუ როგორ იბრძვის ძლევამოსილი "მადრიდის რეალი" მებრძოლი "მადრიდის ატლეტიკოს" წინააღმდეგ. დიდებული თამაში იქნება"-დასძინა სიმეონემ.
წყარო: AS
- 22 მაი 2014
- 3 970
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.