დრო პეპეს საწინააღმდეგოდ მუშაობს

ალბათ, ყველაზე მტკივნეულია, როდესაც საუკეთესო კონდიციებში მყოფი ფეხბურთელის მონაწილეობა ჩ/ლიგის ფინალში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

პორტუგალიელი მცველი, 7 მაისს, ვალიადოლიდში გამართულ დაპირისპირებაში დაშავდა.მან კოჭლობით დატოვა მწვანე მინდორი, ხოლო შემდეგ კლუბის ოფიციალურმა საიტმა გვაუწყა, რომ მის გამოჯანმრთელებას მინიმუმ 15 დღე დასჭირდებაო.

მიმდინარე კვირამდე, პეპე, ფიზიოთერაპევტების დაკვირვების ქვეშ ირჯებოდა.მისი გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა სავარჯიშო მინდორზე გამოსვლის შემდეგ, ფეხბურთელმა კვლავ დისკომფორტი იგრძნო.აქედან გამომდინარე, რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება.ფინალამდე 2 დღით ადრე, ის მწყობში არ არის, თუმცა თანაგუნდელებს აუცილებლად გაჰყვება ლისაბონში და შემდეგ იქ მიიღებს ანჩელოტი საბოლოო გადაწყვეტილებას.

აღსანიშნავია, რომ როდესაც „ბლანკოსი“ ჩ/ლიგის მეშვიდედ აღმართვისათვის ემზადებოდა, პრედრაგ მიატოვიჩს იგივე პრობლემები აწუხებდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაც დღესდღეობით პეპეს.მონტენეგროელი შემტევი, „ამსტერდამ“ არენაზე ისე გავიდა, რომ 100 პროცენტით მზად არ იყო, თუმცა თავადაც კარგად იცით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები.66-ე წუთზე, პრედრაგმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)