კოშტა ბელგრადიდან ოპტიმისტურად დაბრუნდა
დიეგო კოშტა იმედიანადაა განწყობილი
დიეგო კოშტა ბელგრადიდან ოპტიმისტური განწყობით დაბრუნდა. მას და ექიმ კოვაჩევიჩს სჯერათ, რომ მას შეუძლია ფინალში მონაწილეობის მიღება. ექიმაა სპეციალური კურსები ჩაუტარა თვდამსხმელს, რომელიც სპეციალურად ამისთვის ჩაფრინდა ბელგრადში სამშაბათს კერძო თვითმფრინავით. კოშტას თან ახლდა ოსკარ პიტილასი, კლუბის ექიმი, რომელიც ჯერ თავად შეხვდა კოვაჩევიჩს.
კოვაჩევიჩმა ყველაფერი ნათლად გადმოსცა, მან ფეხბურთელს და კლუბის ექიმს მსგავსი მაგალითებიც მოუყვანა და დაარწმუნა ისინი, რომ მისი პროცედურების წყალობით კუნტები ოთხჯერ და ხუთჯერ უფრო სწრაფად აღიდგენენ ფორმას. ასევე მან განაცხადა, რომ დიეგოს პრობლემა არაა ყველაზე მძიმე პრობლემა, რომელსაც ის გადაყრია და უფრო უარეს დღეში მყოფი ფეხბურთელებიც მოურჩენია სწრაფად. კოვაჩევიჩმა დაარწმუნა ფეხბურთელი და კლუბის ექიმი, რომ მისი მეთოდები ეფექტურია.
კოშტა მადრიდში გუშინ დაბრუნდა და ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მაინც ფრთხილობს. კოვაჩევიჩს კი სჯერა, რომ კოშტა შეძლებს ლისაბონის ფინალში თამაშს.ს
კუნთების სასწაული რეგენერაცია
მარიანა კოვაჩევიჩი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც კუნთების რეგენერაციისთვის სპეციალური მეთოდი შეიმუშავა, რომლის წყალობითაც მტკივნეული კუნთების აღდგენის პროცესს შედარებით უფრო სწრაფად გადიან.
წყარო: AS
- 22 მაი 2014
- 6 452
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.