არდა თურანმა დამატებით თურქი სპეციალისტი მოითხოვა
არდა თურანი დიეგო კოშტას მსგავსად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შაბათს ლისაბონში მოედანზე გამოვიდეს.
მან თურქეთიდან ექიმი გამოიძახა , რომელსაც მისთვის დამატებითი გამოკვლევები უნდა ჩაეტარებინა და დასკვნაც დაედო. ბურაკ კუნდურაციოგლუ, "ფენერბახჩეს" ფიზიოთერაპეტი, რომელიც ადრე "გალათასარაიშიც" მუშაობდა, სამშაბათს თურქეთიდან მადრიდში ჩაფრინდა და ფეხბურთელი მოინახულა.
"ატლეტიკო მადრიდის" ფეხბურთელის მოთხოვნით ბურაკი ადრეც იყო ჩასული ესპანეთის დედაქალაქში. ცოტა ხნის წინ "ჩელსისთან" განმეორებითი დაპირისპირების წინ არდა თავად ჩავიდა სტამბულში ბურაკთან კონსულტაციისთვის.
წყარო: AS
- 22 მაი 2014
- 3 739
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.