რონალდუ დანაშაულის ადგილზე ბრუნდება
პორტუგალიის მთავარი საფეხბურთო არენა, ადგილობრივებისათვის არცთუ ისე კარგ მოგონებებთანაა დაკავშირებული.
2004 წლის 4 ივლისი, პორტუგალიურ ფეხბურთს შავ ლაქად გასდევს.„წითლები,“ სამშობლოში გამართული კონტინენტის პირველობის უდავო ფავორიტებად ითვლებოდნენ.ტურნირის განმავლობაში, ისინი ღირსეულად ითვისებდნენ აღნიშნულ სტატუსს, თუმცა ფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც „და ლუშზე“ შედგა, ყველასათვის მოულოდნელად, ბერძნებს დაუთმეს ტიტული.
მაშინ, კრიშტიანუ რონალდუ პირველ ნაბიჯებს დგამდა ეროვნული ნაკრების მაისურით.მართალია, მან თავის გამოჩენა მაოხერხა ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთის წინააღმდეგ, თუმცა გათამაშების გადამწყვეტ მატჩში ვერაფერს გახდა.მარცხმა ძალიან იმოქმედა მასზე, რაც სტატიის მთავარი სურათიდანაც ნათლად ჩანს.
10 წლის შემდეგ, „ელ ფერარი“ კვლავ ბრუნდება „ბენფიკას“ საშინაო არენაზე და კვლავ ფინალის სათამაშოდ.იმედია, ამჯერად წარმატებული გამოდგება მისთვის მშობლიური ქალაქის კედლები.
MARCA
- 21 მაი 2014
- 7 950
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.