იაია ტურე მადრიდელთა რადარზე
ბარსა და რეალი ტურესთვის იბრძვიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ესპანური გრანდი, მადრიდის „რეალი“ და კატალონიის „ბარსელონა“ იაია ტურეს შეძენას შეეცდება.
მანჩესტერ სიტის უდაო ლიდერი, ტურე გახლავთ. გასულ სეზონში მან შესანიშნავად იასპარეზა და დაამტკიცა, რომ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა.
სწორედ ამიტომ, მიიპყრო მან რეალისა და ბარსელონას ყურადღება. შეგახსენებთ, რომ წლების წინ ტურე კატალონიური კლუბის ღირსებას იცავდა, თუმცა „ბარსას“ ხელმძღვანელობამ იგი გაუშვა. ამის შემდეგ იაიამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბარსელონაში“ არასდროს დაბრუნდებოდა.
ეს განცხადება კი სამეფო კლუბის წისქვილზე ასხამს წყალს. ასე რომ, შესაძლოა ზაფხული ტურე მადრიდის „რეალის“ მაისურით ვიხილოთ.
- 21 მაი 2014
- 4 585
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.