კალათბურთელები კვლავ შეუჩერებელნი არიან
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურში, მადრიდის "რეალი" "ვალენსიას" მასპინძლობდა.სასიხარულოა, რომ "ღამურებმაც" ვერ შეძლეს "თეთრების" შეჩერება.
ეტორე მესინამ მეთერთმეტე ტურის თავზე, მეთერთმეტე გამარჯვება ჩაიჯიბა.მადრიდელებმა ამჯერად 11 ქულის სხვაობით, 77-66, დაამარცხეს მეტოქე.აღსანიშნავია, "ვისტალეგრეზე" შეკრებილი ქომაგების მხურვალე მხარდაჭერა.ისინი მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევებდნენ მასპინძლებს.
მაშასადამე, მორიგი მოპოვებული გამარჯვებით, სამეფო გუნდის ინარჩუნებს ლიდერობას (11 ქულით).მეორეზე ისევ კატალონიელები არიან 9 ქულით, თუმცა მათ ერთი თამაში აქვთ რეზერვში.
მადრიდის "რეალი" 77-66 "ვალენსიას"
მადრიდის "რეალის" შემადგენლობა: პრიგიონი (3), ჰანსენი (11), ლავრინოვიჩი (12), რეიესი (4), კაუკენასი (8), სპიეგელი (0), ველიჩკოვიჩი (14), გარბახოსა (7), ვიდალი (6), ლული (12)
"ვალენსიას" შემადგენლობა: პეროვიჩი (5), კლავერი (2), ლისჩუკი (4), მარინოვიჩი (0), მარტინესი (12), დე კოლო (19), ნიელსენი (19), კელატი (5).
"რეალი" მომდევნო თამაშს, 13 დეკემბერს, "Xacobeo Blu Sens"-თან გამართავს სტუმრად.
ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
- 6 დეკემბერი 2009
- 3 900
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.