მიჩელი: „არ მაინტერესებს ვინ არის ფავორიტი, მინდა, რომ „რეალმა“ მოიგოს“
წარსულში, სამეფო კლუბის ყოფილმა მცველმა მიჩელმა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება წილად არ ხვდა, AS-თან მომავალ ფინალზე ისაუბრა.
- როგორი წინათგრძნობა გაქვთ ფინალის წინ?
- ის, რომ წლევანდელ ფინალში ევროპის საუკეთესო გუნდები ითამაშებენ, ამაზე დავა არ ღირს.„რეალში“ დიდებული ფეხბურთელები ირიცხებიან, ხოლო „ატლეტიკომ“ ფენომენალური სეზონი გამოაცხო.
- პრიმერას მოგება, „როხიბლანკოსთვის“ დადებითად აისახება ლისაბონის მატჩში, თუ უარყოფითად?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი.პროგნოზების გაკეთება უადგილოა.იყვნენ ადამიანები, რომელთაც ბოლომდე არ სჯეროდათ „ატლეტიკოს“ ფურორისა, თუმცა სიმეონეს შეგირდებმა დაამტკიცეს, რომ ფსოქოლოგიურად მოწოდების სიმაღლეზე არიან.
- თქვენთვის „ატლეტიკოს“ წარმატებები სიურპრიზი იყო?
- ვფიქრობ, თვით „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებისათვისაც მოულოდნელია განვითარებული მოვლენები.როგორც უკვე გითხარით, შეუდარებელი სეზონი გამოუვიდათ, რაშიც დიეგოს ლომის წვლილი მიუძღვის.ისინი საოცარ გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ.
- როგორ ფიქრობთ, ფინალურ ორთაბრძოლაში, „მატრასნიკები“ მიცემენ ბურთს „მერენგებს?“
- „ატლეტიკოს“ ძალუძს მეორე ნომრად თამაში, ნაყოფიერი პრესინგი და დაცვიდან კონტრ-შეტევაში მობილური გადასვლა.ვგონებ, გახსნილი ფეხბურთი არ იქნება და შესაძლოა, იმან მოიგოს თამაში, ვინც ანგარიშს გახსნის.
- მიმდინარე სეზონში, „რეალს“ განსხვავებული ეტაპები ჰქონდა, რა დროსაც, სხვადასხვა სათამაშოო სქემებს იყენებდა...
- კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, რამეთუ შიდა სამზარეულოს არ ვიზნობ.მადრიდელებს წარმატებული სეზონი აქვთ.„კოპა დელ რეი“ მოიგეს და ახლა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღებენ მონაწილეობას.პრიმერაშიც ცუდად არ უასპარეზიათ.ერთ მონაკვეთში, მნიშვნელოვანი ჩამორჩენა დაძლიეს.
- და ბოლოს, ვინ არის ფავორიტი?
- არ მაინტერესებს ფავორიტის სტატუსს ვის ანიჭებენ, უბრალოდ, მინდა, რომ „რეალმა“ იზეიმოს ჩემპიონობა.
RealMadrid.Ru
- 21 მაი 2014
- 2 297
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.