ვარანი და ისკო - სიურპრიზი ძირითად შემადგენლობაში
კარლო ანჩელოტი ძირითად შემადგენლობას აყალიბებს...
როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მძიმე ვითარებაა მადრიდის "რეალის" ლაზარეთში. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პეპეს და ბენზემას მდგომარეობა. დიდი შანსია იმისა, რომ ამ ორმა ფეხბურთელმა ლისაბონში გუნდის დახმარება ვერ შეძლონ.
სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ფრანგი ფორვარდის ადგილს ისკო დაიკავებს, რომელიც მიმდინარე სეზონში ანჩელოტიმ რამდენიმეჯერ მოსინჯა ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე.
რაც შეეხება პეპეს, მას რაფაელ ვარანი ჩაანაცვლებს. ახალგაზრდა ფრანგი მცველი ტრავმის მოშუშების შემდეგ, სტაბილური თამაშით გამოირჩევა და როგორც ჩანს, იტალიელი სპეციალისტი ყველაზე მეტად მას ენდობა.
- 21 მაი 2014
- 5 803
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.