მადრიდელები ხვალ ჩაფრინდებიან ლისაბონში
როგორც დაანონსებული იყო, 1998, 2000 და 2000 წლების მსგავსად, მადრიდელები 2 დღით ადრე ეწვევიან ფინალის მასპინძელ ქვეყანას.
სამეფო კლუბის ფეხბურთელები და მწვრთნელებს, ხვალ დილით აიღებენ გეზს ლისაბონისაკენ.ნიშანდობლივია, რომ იტალიელეს გაჰყვება ყველა ფეხბურთელი, გარდა ტრავმირებული ხესესი და დისკვალიფიცირებული ალონსოსი, რომლებიც 24-ში ჩავლენ მეზობელ ქვეყანაში, თამაშის ტრიბუნიდან საყურებლად.
მადრიდული დელეგაცია, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ხუთვარსვლავიან, სასტუმროში დაიდებს ბინას (Tívoli).აღნიშნული დაწესებულება 6.8 კმ-ითაა დაშორებული „და ლუჟის“ სტადიონიდან.
როგორც AS-ისთვის გახდა ცნობილი, პარასკევს, ანჩელოტი სასტუმროში გეგმავს, სპეციალურად ფინალისათვის მომზადებული ვიდეოს ჩვენებას, რომელიც თავის შეგირდებს საბრძოლო განწყობის ამაღლებასა და მოტივაციაში დაეხმარება, ხოლო საღამოს, კარლიტო ჯერ მატჩისწინა პრესკონფერენციას გამართავს, შემდეგ კი უკანასკნელად ავარჯიშებს გუნდს.
AS
- 21 მაი 2014
- 2 379
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.