"რეალი" ქოულს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს
მადრიდის "რეალი" ეშლი ქოულის გადაბირებას ცდილობს.
ინგლისელი მარცხენა მცველი ზაფხულში ლონდონის "ჩელსის" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ამასთან დაკავშირებით მან Tweeter-ზე ისაუბრა.
ქოულის პოსტი Tweeter-ზე: მე და ჩემმა აგენტმა ბევრი ვიმსჯელეთ თუ რომელ კლუბში გავაგრძელებ თამაშ. გადაწყდა, რომ შემდეგი სეზონიდან "ჩელსის" ღირსებას არ დავიცავ.
ჯონ ტერისათვის და ფრენკ ლამპარდისათვის გუნდი ახალ კონტრაქტს ამზადებს. მოურინიოს გადაწყვეტილებით კი ქოული "თამაშგარეში" დარჩება.
ეშლის შეძენა ლივერპულს, სიტის, იუნაიტედს, ინტერს და მონაკოს სურს. მათ რიგებში ჩაეწერა სამეფო კლუბიც. თავად ფეხბურთელის განცხადებით კი მისი უდიდესი სურვილი ესპანეთში თამაშია.
- 21 მაი 2014
- 3 328
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.