ქომაგს ფინალზე თვალ-ყურის დევნება "ბერნაბეუდან" შეუძლია
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ყველა მადრიდისტა ვერ მოახერხებს ლისაბონში ფინალის ყურებას.
კლუბის საორგანიზაციო საბჭომ გადაწყვიტა სანტიაგო ბერნაბეუზე უზარმაზარი ეკრანი დაამონტაჟოს, რათა ქალაქში დარჩენილ მადრიდისტებს მიეცეთ თამაშის ყურების საშუალება და სხვა მადრიდისტებთან ერთად საყვარელი გუნდის გულშემატკირობა.
"რეალის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ თამაშზე დასასწრები ბილეთების გაცემა დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ ბილეთები უფასოა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია 24 მაისს ზღაპრული ატმოსფეროთ გარემოცულ "ბერნაბეუზე" თამაშის ყურება.
Realmadrid.Com
- 20 მაი 2014
- 1 885
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.