ალონსო: „ანჩელოტი გადაწყვეტს ყველაფერს“
„რეალის“ ბასკმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ფინალურ დაპისიპირებაში, მისი შემცვლელის შესახებ, „მწვრთნელი მიიღებს გადაწყვეტილებას.“
„მწვრთნელი არ ვარ.ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და მწვრთნელი გააკეთებს არჩევანს, თუ ვინ უნდა ითამაშოს ჩემ ნაცვლად.“
„რაც დრო გადის, ვეგუები იმ ფაქტს, რომ ფინალში ვერ ვითამაშებ, მაგრამ ალბათ, 24-ში ყველაზე მეტად დამწყდება გული.“
„დიდი სურვილით და მოლოდინებით ვეგებებით ფინალს.შემადგენლობას სათანადო რესურსი გააჩნია.სასიხარულოა, რომ ამდენხიანი პაუზის შემდეგ, „ლა დესიმას“ მოგების რეალური შანსი გაგვიჩნდა.რა თქმა უნდა, რთულ პაექრობას ვპროგნოზირებთ, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თასი ჩვენ აღვმართოთ.“
„ინტენსიური თამაში იქნება.წლის განმავლობაში „ატლეტიკომ“ დაამტკიცა, რომ დიდი წინააღმდეგობის გაწევა ძალუძს ნებისმიერი მოწინააღმდეგისათვის.“
„გუნდი რომელიც მოედნის ცენტრს გააკონტროლებს, ფინალის მოგების უფრო დიდი შანსი ექნება.“
AS
- 20 მაი 2014
- 2 494
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.