ისკო: "ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ჩემი ოცნებაა"

ისკო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

ვარჯიში: "დიდებული ატმოსფეროა კლუბში, ვემზადებით თავიდან ბოლომდე ფინალისთვის და ვცდილობთ, რომ საუკეთესო კონდიციებში შევხვდეთ ამ დღეს."

გულშემატკივრები: "ჩვენ გვჯერა, რომ გულშემატკივრები ჩვენთვის დამატებითი ფეხბურთელის როლს თამაშობენ, მუდამ ვხედავდით და ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას."

წინა დღე: "მშვიდად ვარ. რაც უფრო ვუახლოვდებით ფინალის დღეს, უფრო და უფრო იმატებს ნერვიულობა. იმედი გვაქვს, რომ მეათეს მოვიპოვებთ."

12 წელი ფინალის გარეშე: ""რეალი" არ უნდა რჩებოდეს ფინალს მიღმა. ამ წელს ჩვენ დიდებულად ვიასპარეზეთ. ერთი გუნდი ვართ, თავს არ ვზოგავდით და ვიმედოვნებთ, რომ მეათის ჩამოტანას შევძლებთ."

"რეალის" იარაღი: "დიდ თამაშებში ჩვენ ვერთიანდებით და ვძლიერდებით. ამბიციურად და თავდაუზოგავად ვაპირებთ თამაშს ამ შაბათსაც"

"ატლეტიკო": "ვიცით, თუ რაოდენ კარგი სეზონი აქვთ მათ. ისინი ბრწყინვალედ არიან მოტივირებულნი და რთული შეხვედრა გველოდება."

ოცნება: "ჩემპიონთა ლიგის ფინალის თამაში ოცნებაა , როგორც ჩემთვის, ასევე ნებისმიერი ბავშვისთვის."

წყარო: AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2026 (21)
მარტი 2026 (295)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)