ფიგუ: „ფინალი მეტია, ვიდრე დერბი“
პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდა ლუიშ ფიგუ, laureus.com-თან ჩაწერილ ინტერვიუში საინტერესო თემებს შეეხო.
- რამდენიმე დღეში ჩ/ლიგის ფინალი შედგება.ვინ არის თქვენი ფავორიტი?
- სასიხარულოა, რომ პორტუგალიის დედაქალაქი მსოფლიოს ცენტრად იქცევა.რა თქმა უნდა, ფსონს „რეალზე“ ჩამოვდივართ, სადაც არაერთი სეზონი მაქვს გატარებული.
- ფინალში თქვენს მშობლიურ ქალაქში იმართება...
- დიახ, ამას ემატება ისიც, რომ სამეფო გუნდში ვასპარეზობდი და მადრიდელების 2002 წლის შემდეგ უშედეგოდ ელოდებიან თასს.აღნიშნული ფაქტორები, ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულს ხდის 24 მაისის ღონისძიებას.ამასთანავე, როგორც იცით, „უეფას“ ელჩი ვარ მომავალ პაექრობაზე.
- მადრიდელების დაპირისპირება, ისეთ დერბის შეედრება, როგორებიცაა მანჩესტერული, მილანური, ლონდონური ან ლისაბონური?
- ცხადია.ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე პრესტიჟული ტურნირია და წარმატების მიღწევა, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი კლუბისათვის.„რეალი“ და „ატლეტიკო“ დიდი შესაძლებლობების მქონე კოლექტივები არიან და რა თქმა უნდა, ფინალში მაღალ დონეზე იქნება მათ შორის მეტოქეობა.მომავალ დერბის, მილიონობით ადამიანი იხილავს, რაც დიდებული მოვლენაა.ფინალი მეტია, ვიდრე დერბი.
- კრიშტიანუმ მორიგი შესანიშნავი სეზონი გამოაცხო.შეიძლება იმის თქმა, რომ ის პორტუგალიური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია?
- ალბათ, ამ კითხვაზე ისტორია გასცემს პასუხს, თუმცა ყველას საკუთარი მოსაზრება გააჩნია.პირადად მე, ეუსებიოს ბურთაობას არ მოვსწრებივარ, თუმცა ვიცი, რომ ის სულ სხვა განზომილება იყო.რაც შეეხება რონალდუს, მის პოტენციალზე საუბარი ზედმეტია.დროთა განმავლობაში ყველანაირ რეკორსა თუ მიღწევას ბოლოს მოუღებს.
AS
- 20 მაი 2014
- 2 369
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.