Marca-მ ლეგენდები შეკრიბა: „„დესიმაზე“ დიდი მოთხოვნაა“

მადრიდულმა გამოცემამ სამეფო კლუბის ის ლეგენდები შეკრიბა, რომლებმაც სხვადასხვა წლებში საკუთარი ოფლის ფასად მოიპოვეს ევროპაში ლიდერობა.ხენტომ, ამანსიომ, მიატოვიჩმა და იერომ საკუთარი აზრები დააფიქსირეს მომავალ ფინალზე.

მიატოვიჩი: „უწინარეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია ასეთი ადამიანების გვერდით დგომა.ასევე დიდი პატივია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩემი გოლის წყალობით მოიპოვა გუნდმა ჩემპიონობა.მხოლოდ 3 წლის განმავლობაში ვიცავდი კლუბის ღირსებას, თქვენ კი საკმაოდ დიდი ხანი.“

ამანსიო: „პრედრაგ, სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ შენი ბურთის ფასი ოქროს უტოლდება, რამეთუ სრულიად მადრიდული სამყარო 32 წლის განმავლობაში ელოდებოდა აღნიშნულს გოლს.მეც ერთი ტიტული მაქვს ჩ/ლიგის.ადრე, ადამიანები ნაკლებად ინფორმირებულნი იყვნენ ევროსარბიელზე და ამიტომაც, უფრო მეტად ესპანეთის მოგებას გვთხოვდნენ.ჩვენზე ამხელა ზეწოლა არ მოდიოდა.“

ხენტო: „როდესაც „რეალში“ გადავედი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ზედიზედ ხუთჯერ დავასრულებდი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ტრიუმფით.თავდაპირველად, ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცოდა ტურნირის შესახებ, რამეთუ ინოვაციას წარმოადგენდა ფეხბურთში.მოგზაურობებიც ნამდვილი ოდისეა იყო, რამეთუ არასდროს იცოდი, რას შეხვდებოდი სხვა ქალაქში ყოფნის დროს.“

„კარგად მახსოვს „პარტიზანთან“ მატჩში გათოვება, რაც უბრალოდ შეუძლებელს ხდიდა ბურთის გაგორებას, თუმცა სანტიაგომ გვითხრა, რომ აუცილებლად უნდა გვეთამაშა, რადგა ჩვენ „რეალი“ ვიყავით.შემდეგ მივხვდით, მაშინ რომ გამოვვარდნილიყავით, პირველ თასს ვერ აღვმართავდით და უფრო დავაფასეთ ყველაფერი.“

მორიენტესი: „ჩემს შემთხვევაშიც თითქმის ანალოგიურია.1997-ში, როდესაც „ბლანკოსში“ ჩავირიცხე, ლორენსო სანსი პირველი დღიდან ჩ/ლიგაზე მესაუბრებოდა და საბედნიეროდ, ის სეზონიმ მიატოვიჩის გოლის წყალობით, „სეპტიმათი“ დავასრულეთ.“

იერო: „სიმართლე გითხრათ, მუდამ ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობდით, რამეთუ როდესაც სამწვრთნელ ბაზაზე ძველი თაობის წარმომადგენლებს ვხვდებოდით, ყოველთვის გვეკითხებოდნენ, თუ რამდენი ლიგა გვქონდა მოგებული.უარყოფითი პასუხის პირობებში, გვეუბნებოდნენ, რომ ნამდვილი მადრიდისტები არ ვიყავით და ჩვენი ადგილი იქ არ იყო, რამეთუ „რეალის“ ფეხბურთელს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს აღნიშნულ გათამაშების ტროფეი.“

„ლა დესიმას“ მოგება, როგორც ვალდებულება და დამატებითი ზეწოლა ფეხბურთელებისათვის...

ამანსიო: „სიტყვა ვალდებულება უფრო პრესის ფურცლებზე გვხვდება, ვიდრე გასახდელში.რაც შეეხება ზეწოლას, რა თქმა უნდა, ის ძალიან დიდია.“

იერო: „შესაძლოა, 12 წლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, გარკვეულ ვალდებულებათაც იქცეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ჭეშმარიტი ვალდებულება 98 წელს იყო, როდესაც არც მეტი არც ნაკლები, 32 სეზონი გამოდიოდა „რეალი“ უფერულად ჩემპიონთა ლიგაზე.საბედნიეროდ, ჩვენ მოვახერხეთ წერტილის დასმა, რამაც შემდეგი ორი ტიტულისათვის გზები გაგვიხსნა.ბედნიერი ვიქნები, ახლაც თუ ანალოგიური სცენარით განვითარდება მოვლენები.„დესიმას“ შემთხვევაში, გუნდი უფრო დამაჯერებლად იასპარეზებს.“

MARCA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)