სიმეონე: "დიეგოს და არდას ბოლომდე დაველოდებით"

დიეგო სიმეონე ჟურნალისტებს გაესაუბრა

ლიგის მოგება და აღნიშვნა: "მოგება ყოველთვის კარგია, აღნიშვნას ასევე კარგია იმ ფეხბურთელებისთვის და იმ ხალხისთვის, ვინც ყოველდღიურად თავს არ ზოგავდა, მაგრამ ეს ფურცელიც უნდა გადავშალოთ და ისტორიას ჩავაბაროთ, ვინაიდან ახალი გამოწვევა გველის."

სხვა ფეხბურთელებით თამაში: "ყოველთვის იქიდან გამოდიხარ, თუ რა კონტიგენტი და როგორი სიტუაცია გაქვს. კონკრეტულად გამოკვეთილი სტილი არ გვაქვს. მწვრთნელი ყოველთვის აკვირდება და სწავლობ, თუ რისი გაკეთება შეუძლია აღნიშნული ფეხბურთელებით, მან უნდა იცოდეს, სად და როგორი თამაშით იგრძნობენ ფეხბურთელები კარგად თავს. არ ვეთანხმები თამაშის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სტილის არსებობას."

ფავორიტი: "პროცენტულობით ძალთა თანაფარდობა თანაბარია 50-50. მათ უკეთესი ინდივიდუალისტები ყავთ, ჩვენ ძლიერი მოტივაციით და მონდომებით ჩავდივართ ლისაბონში. ძალიან რთული და თანაბარი შეხვედრა იქნება, სადაც ნახევარდაცვას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება თამაშის მსვლელობისას."

"კამპ ნოუზე" საუბარი გასახდელში: "გასახდელში იმაზე ვისაუბრეთ, რომ კარგად ვთამაშობდით და რომ "ბარსელონას" ვჯობდით და თუ გოლის გატანას მოვახერხებდით, თამაში ჩვენს სასარგებლოდ დასრულდებოდა. მეორე ნახევარმა დაანახა ყველას ამ გუნდის მოტივაცია. "მადრიდის ატლეტიკოს" სიძლიერე ისაა, რომ მისი მოტივაცია არაა დამოკიდებული იმაზე, თუ ვის ვეთამაშებით. მოტივაცია აქ მუდმივია."

ბენზემას მნიშვნელობა: "ესაა გუნდი, რომელიც სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული მუდმივად იზრდება, ხოლო ბენზემა მნიშვნელოვანი ფიგუაა მათთვის. ის იდეალურად აერთოანებს სხვადასხვა რგოლებს. მისი წყალობით შეუძლია გუნდს ერთდროულად ითამაშოს, როგორც 4-3-3 , ასევე 4-4-2."

"რეალის" წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივაციით: "მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მჯერა ასეთების. ფინალს ვთამაშობთ და რა მნიშვნელობა აქვს მეტოქეს? აქ მოტივაციის პრობლემა არ არსებობს. ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, მოტივაცია ერთნაირი იქნება."

მომდევნო სეზონი: "აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. გუნდი კარგად პროგრესირებს მას შემდეგ, რაც აქ მოვედი. ჯერ მეხუთე ადგილი, მერე ევროპის ლიგა, მერე სუპერ თასი, მესამე ადგილი, თასი, შემდეგ კი წელს ლიგა მოვიგეთ. ასე რომ თავადაც ხედავთ გუნდის ზრდას. თუ გავაგრძელებთ მუშაობას, შევინარჩუნებთ კონკურენტუნარიანობას. დიახ, მე აქ ვიქნები მომდევნო წელსაც."

კრიშტიანოს შესაძლო არყოფნა: "არ მინდა მარტო მეტოქეზე ვიფიქრო, ისინი მუდამ მზად იქნებიან ბოლომდე საბრძოლველად, ხოლო რონალდუ კი რომ მსოფლიო ფეხბურთში საუკეთესოა, ამას ლაპარაკიც არ უნდა."

კურტუა: "კურტუა ბრწყინვალედ პროგრესირებს და კარგი სეზონიც ქონდა. რაც მთავარია, ის არ ჩერდება და აგრძელევს ზრდას. ის აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მსოფლიოში, ამაში დარწმუნებული ვარ."

კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში: "მახსოვს როგორ დავიწყეთ ესტუდიანტესში, მაშინ იდეის ირგვლი გავერთიანდით ყველანი. ეხლაც ანალოგიური გრძნობა მაქვს. ესაა გუნდი, სადაც იციან , თუ რა უნდა ითამაშონ და რაც მთავარია, ეს მამაცების კლუბია."

სატრანსფერო ფანჯრის გეგმები: "ჯერ არაფერი არ ვიცი, სანამ ჩემპიონატი არ მორჩევა, ვერაფერს ვერ გეტყვით. შემდეგ დავსხდებით კლემენტესთან, კამინეროსთან , ანდრეასთან ერთად და ვიმსჯელებთ მომავალზე. ეხლა ამის დრო ნამდვილად არ არის"

კოშტა და არდა: "ექიმები დამაიმედებელ ცნობებს არ იძლევიან, მაგრამ ჩვენ არდას და კოშტას ბოლომდე დაველოდებით."

წყარო: MARCA.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)