იკერი - ყველაზე საიმედო ხელები ჩ/ლიგაზე

როდესაც საშინაო კარის ხაზთან „ერთნომრიანი“ მაისურია აღმართული, მადრიდული სამყარო ნერვიულობას ივიწყებს.

ასაკში მყოფ იკერ კასილიასს, მეორე სუნთქვა გაეხსნა და მიმდინარე სეზონს, უბრალოდ ჩინებულად ატარებს.24 მაისის ფინალი, მისთვის მესამე იქნება კარიერაში, რითაც წარსულში ცნობილ კოლეგა ხუანიტო ალონსოს გაუტოლდება, რომელმაც ასევე, „რეალის“ 3 გადამწყვეt მატჩში დაიცვა გუნდის კარი.

მართალია, „ბაიერნთან“ ორმატჩიან ჭიდილში დიდი სამუშაო არ ჰქონია იკერს, თუმცა „ბორუსიასთან,“ „შალკესთან,“ „იუვენტუსთან“ და „კოპენჰაგენთან,“ ბრწყინვალე გამოსვლით დაგვამახსოვრა თავი.„ატლეტიკოსთან“ დაპირისპირების წინ, მის ანგარიშზე 44 სეივი იწონებს თავს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ლიგის მიმდინარე გათამაშებაში.ის „პლზენისა“ და „კოპენჰაგენის“ კიპერებს, შესაბამისად, 4-ითა და 8 მოგერიებით უსწრებს.

ცნობისათვის, კასილიასმა წლეულს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 12-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი კარის ბადე მხოლოდ 9-ჯერ შეირხო.

RealMadrid.Com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)