საბოლოო გადაწყვეტილება: „ოქროს ბუცი“ გაიყოფა
გამომდინარე იქედან, რომ რონალდუმ და სუარესმა თანაბარი რაოდენობის ბურთებს მოუყარეს თავი, „ოქროს ბუცის“ გამარჯვებულთან დაკავშირებით არაერთგვეროვანი ინფორმაციები ვრცელდებოდა.
გამომდინარე იქედან, რომ რონალდუმ და სუარესმა თანაბარი რაოდენობის ბურთებს მოუყარეს თავი, „ოქროს ბუცის“ გამარჯვებულთან დაკავშირებით არაერთგვეროვანი ინფორმაციები ვრცელდებოდა, თუმცა უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ევროპის საუკეთესო ბომბარდირის წოდებას, ერთის ნაცვლად, ორი თავდამსხმელი მოიხვეჭს.
„უეფას“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დაჯილდოვების ისტორიაში მეორედ, „ოქროს ბუცი“ 2 მოთამაშეს გადაეცემა.კრიშტიანუ რონალდუ და ლუის სუარესი 31-31 გოლის გატანის წყალობით, დიეგო ფორლანისა და ტიერი ანრის ბედს გაიზიარებენ, რომლებმაც 2005/05 წ.წ. სეზონში, 25-25 ბურთი ჩაიწერეს აქტივში.
Uefa.Com
- 19 მაი 2014
- 5 214
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.