ზიზუს ტასოტი შეცვლის?
როგორც იცით, ევროპული გამოცემები აქტიურად წერენ ზიდანის „რეალიდან“ წასვლაზე.
იტალიელების ცნობით, თუ ზიზუმ საბოლოოდ გადაწყვიტა დამოუკიდებელი სამწვრთნელო კარიერის დაწყება, ანჩელოტი ახალ თანაშემწედ მაურო ტასოტის მოიყვანს, რომელიც ამჟამად „როსონერიში“ იკავებს აღნიშნულ თანამდებობას.
აღსანიშნავია, რომ ტასოტი ჯერ კიდევ მაშინ გახლდათ კარლიტოს დამხმარე, როდესაც მილანურმა გრანმდა ჯერ „იუვენტუსთან“ ბრძოლა მოიპოვა ჩ/ლიგის ტიტული, ხოლო შემდეგ „ლივერპულთან.“ისინი ჩინებულად უგებენ ერთმანეთს და მათი ერთობლივი საქმიანობა, მეტწილად ყოველთვის წარმატებული იყო.
როგორც ამბობენ, მოვლენების ამგვარი განვითარებით, არც ადრიანო გალიანი იქნება წინააღმდეგი.
DefensaCentral
- 19 მაი 2014
- 2 301
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.