„ატლეტიკოს“ კოშტა ვერ დაეხმარება
ესპანური პრესის ცნობით, „როხიბლანკოს“ მთავარი დამრტყმელი ძალის გარეშე მოუწევს ფინალური მატჩის ჩატარება.
მართალია, ოფიციალური „ატლეტიკო“ თავს იკავებს თავდამსხმელის ტრავმაზე საუბრისაგან და კლუბის წარმომადგენლები თავიანთ განცხადებებში იმედგაცრუებას არ გამოხატავენ, მაგრამ ბრაზილიური ფესვების მქონე ფეხბურთელს, მხოლოდ სასწაული თუ უშველის.
„ბარსელონასთან“ შეხვედრაში მიღებულ დაზიანებას, ლისაბონის ფინალამდე 5 დღით ადრე, ვერანაირად მოიშუშებს დიეგო.მეტიც, Elconfidencial-ის ინფორმაციით, კოშტას მუნდიალის გამოტოვებაც კი ემუქრება.
ერთი სიტყვით, დიეგო სიმეონეს დიდი თავსატეხი გაუჩნდა, რამეთუ „ატლეტიკოს,“ ისტორიის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში, მთავარი მეგოლე არ ეყოლება.
- 19 მაი 2014
- 3 342
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.