ყველაფერ კარგს აქვს დასასრული
სერხიო რამოსის დიდებული სერია დასასრულს უახლოვდება.
უკანასკნელად, სერხიო რამოსმა 2011 წლის 10 აგვისტოს გამოტოვა სანაკრები პაექრობა, ხოლო მას შემდეგ, ზედიზედ 39-ჯერ მოირგო „წითელი“ მაისური, რაც ყველაზე ხანგრძლივის სერიაა თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში, ხოლო ერთ-ერთი საუკეთესო „ფურია როხას“ არსებობის მანძილზე.
მართლაც, რომ შესანიშნავ სერიას, ანდალუსიელიელი მცველი მიმდინარე თვის ბოლოს შეწყვეტს.მოგეხსენებათ, 30 მაისს, ესპანელები, ამხანაგურად გააგორებენ ბურთს ბოლივიელების წინააღმდეგ, რომელშიც რამოსი მონაწილეობას ვერ მიიღებს.ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან და დამქანცველი სეზონიდან გამომდინარე, „ულვაშა“ დასვენების საშუალებას მისცემს თავის რჩეულს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დელ ბოსკეს ფორმაციის ესპანეთში, სერხიო ყველაზე გამოყენებადი ფეხბურთელია.მას 5854 წუთი აქვს გატარებული საქმეში და იკერ კასილიასსაც კი უსწრებს აღნიშნულ კომპონენტში (5457).
MARCA
- 19 მაი 2014
- 8 253
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.