ფინალში პეპეს თამაშის შანსი მხოლოდ 20-25%-ია
მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალს გარკვეული დანაკლისებით ხვდება. უკვე საყოველთაოდ ცნობილია, რომ კლუბის ადმინისტრაციის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ჩაბი ალონსოს "ატლეტიკოსთან" დაპირისპირების ხილვა ტრიბუნიდან მოუწევს...
იტალიელ სპეციალისტს ესპანელი ნახევარდაცვის ბურჯის გარდა, კეპლერ პეპეს საკითხიც აწუხებს, რადგან პორტუგალიელი ფეხბურთელი ვერა და ვერ ახერხებს მაქსიმალურად მოკლე დროში ტრავმის მოშუშებას და სასურველ კონდიციაში ჩადგომას.
მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სერხიო რამოსს დაცვის ცენტრში სწორედ "სამიანი" შეუწყვილდეს, რადგან ის წლეულს უბადლოდ თამაშობს და ყველა მნიშვნელოვანი თამაშის მოგებაში ლომის წვლილი შეიტანა.
დღევანდელი მონაცემებით პეპეს თამაში ეჭვქვეშ დგას, მისი მადრიდულ დერბიში მონაწილეობის შანსი მხოლოდ 20-25 პროცენტს აღწევს, რაც თავისთავად ძალიან დაბალია.
როდესაც პორტუგალიელმა ტრავმა მიიღო, სამედიცინო შტაბი აცხადებდა, რომ მაქსიმუმ 2 კვირაში კეპლერი სტადიონზე გასვლას შეძლებდა, მაგრამ როგორც ჩანს დაზიანება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორიც ექიმებს ეგონათ.
კეპლერი ყოველდღიურად 5 საათს ვარჯიშობს "ვალდებებასის" საწვრთნელ ბაზაზე , რათა ფორმის აღდგენა მოახდინოს.
თუკი კარლო ანჩელოტის სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები პორტუგალიელის მოედანზე გაყვანას არ ურჩევენ, მის ნაცვლად ლიგის ფინალში რაფაელ ვარანი ითამაშებს, რომელიც ამ ეტაპისთვის 100%-ით მზად არის რამოსთან დუეტის შესაქმნელად.
- 18 მაი 2014
- 2 718
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.