ბეილი : "სეზონის ორი ტიტულით დასრულება მსურს"
ესპანიოლის დამარცხების შემდეგ, უელსელმა შემტევმა, გარეთ ბეილმა განაცხადა, რომ ახლა გუნდი მხოლოდ ფინალზე ფიქრობს...
"გახარებული ვარ გამარჯვებით და იმით, რომ მეტოქის კარი ავიღე და გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დავეხმარე."
"ჩემი პირველი სეზონით მადრიდის "რეალში" ძალიან კმაყოფილი ვარ, ვერც ვიფიქრებდი, რომ პირველივე წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოვხდებოდი, ეს დამატებითი პასუხისმგებლობაა, მადრიდული დერბისთვის დიდი მონდომებით ვემზადები."
"ტიტულის მოგება აუცილებელია, მთელ გუნდს სეზონის 2 თასით დასულება სურს და მზად არის ბოლომდე დასახარჯად."
"ბერნაბეუზე გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან აქ დიდებული ატმოსფეროა, გულშემატკივრებს ფეხბურთელები ძალიან უყვართ."
- 17 მაი 2014
- 3 100
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.