"ატლეტიკოს" ორი წამყვანი ფეხბურთელი დაუშავდა
მაშ ასე, ე.წ "მტრის ბანაკში" საგანგაშო მდგომარეობაა! დაშავდა "ატლეტიკოს" ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი.
მოგეხსენებათ, რომ თბილისის დროით 20:00-ზე სტარტი აიღო "ლა ლიგის" უმნიშვნელოვანესმა და გადამწყვეტმა მატჩმა, რომელიც გამოარკვევს ტიტულის მფლობელის ვინაობას.
მადრიდულმა კლუბმა საკმაოდ დიდი დანაკარგი განიცადა შეხვედრის პირველ ტაიმში, კერძოდ კი ტრამვის გამო მოედნის დატოვება მოუწიათ ჯერ დიეგო კოშტას, ხოლო შემდგომ არდა თურანს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ზემოთხსენებული ფეხბურთელების დაზიანებები და მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში, რომელიც ზუსტად 1 კვირაში, 24 მაისს გაიმართება.
- 17 მაი 2014
- 6 694
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.