დი მარია: „უკვე ფინალზე ვფიქრობთ“
სამეფო კლუბის არგენტინელმა შემტევმა, ბარსელონელებთან პაექრობაში 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
„გვინდოდა, რომ „ესპანიოლის“ წინააღმდეგ კარგი შეხვედრა ჩაგვეტარებინა და პრიმერა დივიზიონის მაჟორულ ნოტაზე დაგვესრულებინა.სამწუხაროდ, ტრავმიანობისა და უიღბლობის წყალობით, ნაადრევად ჩამოვშორდით ტიტულისათვის ბრძოლას, თუმცა მაინც კმაყოფილი ვარ მიმდინარე სეზონში გუნდის ასპარეზობით.ახლა, ყველანი ლისაბონის თამაშზე ვიწყებთ ფიქრს და იმედია, ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ.“
„გასახდელში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს.ყველანი ფინალის მოლოდინში ვართ და დიდი მოლოდინებით შევცქერით მომავალს.“
ცნობისათვის, წლეულს, ანხელ დი მარია უკვე 26 ასისტს მოითვლის.
AS
- 17 მაი 2014
- 2 907
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.