ანჩელოტი: „რონალდუ და ბენზემა ფინალში ითამაშებენ“
„ესპანიოლთან“ ნამატჩევს, ანჩელოტიმ განაცხადა, რომ რონალდუსა და ბენზემას სიტუაციაში საგანგაშო არაფერია.
„კრიშტიანუმ დისკომფორტი იგრძნო და რასაკვირველია, მისი მოედანზე გამოყვანა არ გავრისკეთ.ვფიქრობ, საგანგაშო არაფერია, რამეთუ პორტუგალიელი მზადყოფნაში შეხვდება ჩემპიონთა ლიგის ფინალს.რაც შეეხება ბენზემას, ფრანგი კუნთმა შეაწუხა და მყისვე გავიყვანეთ.ისიც მოახერხებს 24-ში ასპარეზობას.“
„კატალონიელების წინააღმდეგ ნაყოფიერად გააგორეს ბურთი ჩემმა შეგირდებმა.ახლა უკვე ფინალზე დავიწყებთ ფიქრს.“
„პეპეს მდგომარეობა უმჯობესდება.აქამდე სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდა, ხოლო ხვალიდან სრული დატვირტთვით მოედანზე იმუშავებს.გვჯერა, რომ არც კეპლერს შეექმნება პრობლემა ფინალში ასპარეზობასთან დაკავშირებით.“
„ალონსოს ყველაზე რეალურ შემცვლელად ილიარა მოიაზრება.კიდევ ერთი კვირა მაქვს, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო.ასიერის გარჯით კმაყოფილი ვარ.“
„გუნდი კონდიციები მოსაწონია.ახლა მთავარია, ალონსოსა და ხესეს გარდა, ყველა მოთამაშე 100 პროცენტით მზად იყოს ფინალისათვის.“
„ხედირა რთული ტრავმის შემდეგ მწყობრში ჩადგა.ადვილი როდია, ამდენხნიანი უქმობის შემდეგ დაბრუნება.ილიარას უფრო დიდი შანსი აქვს ფინალურ დაპირისპირებაში მოედანზე გამოსვლისა.“
„მარსელომ მოახერხა კონდიციების აკრეფა.მარცხენა ფრთაზე დიდი კონკურენცია სუფევს და ჯერჯერობით არვიცი, რომელ ფეხბურთელს ავირჩევ სასტარტო თერთმეტეულისათვის.“
„როდესაც წინ ფინალი გაქვს, რისკზე წასვლა არ შეიძლება.კრიშტიანუ თავს მშვიდად გრძნობს და მოუთმენლად ელოდება მწვანე მინდორზე გამოსვლას.“
AS
- 17 მაი 2014
- 4 878
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.