ლივერპულის ახალი ფორმის წარდგენაში მონაწილეობა ლუისმაც მიიღო
მერსისაიდულმა ლივერპულმა გულშემატკივარს ახალი საგარეო ფორმა წარუდგინა, რომლითაც კოლექტივი 2014/15 წლების სეზონში იასპარეზებს...
ახალი მაისურის ჩვენებისას მთავარი როლი რა თქმა უნდა გუნდის კაპიტანს, სულს და გულს, სტივენ ჟერარდს დაეკისრა, მას კი მხარი ურუგვაელმა ფორვარდმა, ლუის სუარესმა დაუმშვენა, რომელმაც პრეზენტაციის შემდეგ კომენტარიც გააკეთა : "მომდევნო სეზონში ბევრი საგარეო მატჩის მოგება მოგვიწევს იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ, იმედი მაქვს წინ დიდი წარმატებები გველის".
ამ კომენტარის შემდეგ პრესაში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია იწერება, ფლორენტინო პერესს ნელ-ნელა კოვზი ნაცარში უვარდება, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ორი კვირაა დარჩენილი, შემდეგ კი გუნდებს მოლაპარაკებებისთვის მთელი ზაფხული ექნებათ, აქედან გამომდინარე წინასწარი დასკვნების გაკეთება მიზანშეწონილი არ უნდა იყოს.
ამასთანავე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ შარშანდელი სიტუაცია, რომელიც გარეთ ბეილს ეხებოდა, მისი ყოფილი გუნდი ყველაფერს აკეთებდა უელსელი ფეხბურთელის შესანარჩუნებლად, ლივერპულის მსგავსად "ჰოტსპურმა" შარშან ზაფხულს აწ უკვე გასული სეზონის ფორმა სწორედ უდავო ლიდერთან ერთად წარადგინა, მაგრამ ბეილმა საბოლოო ჯამში თავი მადრიდულ გიგანტში ამოყო.
- 17 მაი 2014
- 2 170
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.