ანჩელოტი: „კრიშტიანუ „ესპანიოლთან“ იასპარეზებს“
პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურის წინ, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.
„„მილანთან“ დიდებული ურთიერთობა მაქვს და გალიანიასაც ხშირად ვესაუბრები, თუმცა პრესაში გავრცელებული ინფორმაციები სიმართლესთას არაფერ კავშირშია.“
„ლოპესს გარკვეული პრობლემები ჰქონდა და განაცხადს მიღმა დავტოვეთ.ის სრულ მზადყოფნაში შეხვდება ფინალს.“
„ჩვენ ინტერესებში შედის ფინალური დაპირისპირების წინ დიდებული განწყობის შექმნა.რა მოხდება „ნოუ კამპზე,“ ეს არ გვაღელვებს.ვიმედოვნებ, დამსახურებული გუნდი აწევს თასს.“
„განვლილმა კვირამ ნაყოფიერად ჩაიარა.კმაყოფილი ვარ მოთამაშეების ვარჯიშით და მუშაობით.“
„სეზონს 24 მაისის შემდეგ შევაჯამებთ.“
„სიმართლე გითხრათ, ჯერ არ გადამიწყვეტია როგორ თერთმეტეულს დავაყენებ „ესპანიოლთან.“ჩემს განკარგულებაში, მხოლოდ ხესე და პეპე არ იმყოფებიან.“
„ლისაბონის თამაშამდე, მოთამაშეებისათვის გარკვეულ ვიდეოს მოვამზადებთ, რომელშიც შესული იქნება როგორც მიმდინარე სეზონის, ასევე ისტორიული მომენტები.ეს განსაკუთრებული იქნება ბიჭებისათვის.“
„ზიდანი დიდ გამოცდილებას იღებს სამწვრთნელო საქმიანობაში.ვფიქრობ, მას შეუძლია ნებისმიერი გუნდის მესაჭეობა.მომავლის შესახებ თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას.“
„ამ მომენტისათვის ფინალში დასაყენებელ შემადგენლობაზე არ ვფქრობ.ჩვენთვის მთავარია, რომ სათანადო კონდიციებში შევხდეთ ყველაზე მნიშვნელოვან პაექრობას.“
MARCA
- 16 მაი 2014
- 3 892
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.